» » » რა სიმპტომები ახასიათებს ენდომეტრიტს და როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას მცენარეებით

რა სიმპტომები ახასიათებს ენდომეტრიტს და როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებას მცენარეებით

საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი, რომლითაც საშვილოსნოს შიდა ზედაპირია გამოფენილი, შესაძლებელია სხვადასხვა მიზეზით ორგანიზმის სხვა უბნებში იყოს ჩართული. ეს ლორწოვანი გარსი შეიძლება შეგვხვდეს მენჯში, მაგალითად ფალოპის ლულებში ან კვერცხსავლებში, აგრეთვე შარდის ბუშტში ან ნაწლავებში. ჩართული ლორწოვანი გარსი ისევე რეაგირებს მენსტრუალურ ჰორმონზე, როგორც საშვილოსნოს დანარჩენი ლორწოვანი გარსი, მაგრამ მენსტრუაციის დროს ამ ჩართული უჯრედებიდან სისხლს არ შეუძლია თავისი ჩვეულებრივი გზით იდინოს და გროვდება მენჯში. იწყება ტკივილები და ანთებები, რომლებიც იწვევენ ნაწიბურებსა და წანაზარდებს ქვედა მუცელში. შეიძლება კვერცხსავლები და საშვილოსნო, ან საშვილოსნო და ნაწლავები ერთმანეთს შეეწებოს. ამიტომაა, რომ ენდრომეტრიტი ხშირად უნაყოფობას იწვევს.

ენტომეტრიტის სიმპტომები:
  • ტკივილიანი მენსტრუაცია;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • უნაყოფობა;
  • ნაწლავების მოქმედების დარღვევა ციკლის დროს;
  • ძლიერი სისხლდენა მენსტრუაციის დროს.

ენდომეტრიტის დიაგნოსტირება ხდება ლაპარასკოპიით. ამ დროს პატარა მანათობელი ინსტრუმენტით იკვლევენ მუცლის ქვედა არეს.
რა იწვევს ენდომეტრიტს?
ფიქრობენ, რომ იგი შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონების დონის დარღვევით, რომელსაც იწვევს ესტროგენების ჭარბი გამოყოფა.
ენდომეტრიტისათვის მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.
დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს მენსტრუალური სისხლისა და ქსოვილების საშვილოსნოდან კვერცხსავალის მეშვეობით მუცლის ღრუში მოხვედრა. საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი შეიძლება ლიმფური სისტემის მეშვეობით გადაადგილდეს. იშვიათად ჩართულ უჯრედებს პოულობენ ფილტვებშიც. ხშირად ენდომეტრიოზის გავრცელება შეიძლება გამოიწვიოს ქირურგიულმა ოპერაციამ.

ჰორმონალურ დარღვევას და ენდომეტრიტის წარმოქმნას შესაძლებელია ხელს უწყობს სტრესი, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს სტრესი გამოწვეულია სექსუალური პრობლემებით, სიგამხდრით, ჩაშლილი ქორწინებით, ინტიმური ურთიერთობის გართულებებით ან გაუპატიურებასთან არის დაკავშირებული. არ არის გამორიცხული ენდომეტრიტის კავშირი ქრონიკულ კანდიდოზთან. გამორკვეულია, რომ ენდომეტრიოზით დაავადებული ქალების უმეტესობას საშოს რძიანა აქვთ და იღებენ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკებს ან ალერგიული მოვლენები ახასიათებთ.

ენდომეტრიტის მკურნალობა შეიძლება მცენარეებით.
დასალევად რეკომენდირებულია ხეპილპილა, მარმუჭი - ჰორმონების დასარეგულირებლად. ეს მცენარეები აქვეითებენ ესტროგენის ჭარბ რაოდენობას. კარგია ჟოლოს ფოთლების მიღება, რაც გააწონასწორებს ჰორმონებს და გაამაგრებს გამრავლების აპარატს.

ტკივილების დასაყუჩებლად იხმარეთ ფრინტა, გვირილა, შავბალახა და ძახველი.
მენჯში სისხლის შეგუბების ან ძლიერი სისხლდენის დროს კარგია შემკრავი მცენარეების გამოყენება, მაგალითად: ძირყვითელას, მუხის ქერქის ან წყლის შროშანის.
ხშირად ღვიძლს არ შეუძლია სექსუალური ჰორმონების გადამუშავება, ამ დროს საჭიროა მიიღოთ ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებელი მენარეები, როგორიცაა როზმარინი ბაბუაწვერას ფესვი ან გულყვითელა.
გარეგან სახმარად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნემსიწვერას, ვარდის, კვიპაროსის, ხარისვარდას ეთერზეთები. ამ მცენარეთა გამოყენება შეიძლება ჰორმონალური დონის გასაწონასწორებლად, სტრესების შესამცირებლად. თუ ზემოთჩამოთვლილ ეთერზეთებს განაზავებთ ნუშის ზეთში და გამოიყენებთ როგორც მასაჟის, ისე აბაზანისთვის მოგეხსნებათ ტკივილები და უსიამოვნო შეგრძნებები. შეგიძლიათ აგრეთვე იხმაროთ გვირილისა და ლავანდის ეთერზეთები.

კვება ენდომეტრიტის დროს.
კვებიდან უნდა გამორიცხოთ კოფეინი, ალკოჰოლი, დამუშავებული საჭმელები. საკვები მდიდარი უნდა იყოს E, B C ვიტამინებით, თუთიით, აგრეთვე სელენით. ციკლის მეორე ნახევარში კალციუმისა და მაგნიუმის (500 გრ) მიღება ამცირებს სპაზმებს.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.