» » » ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ შამპუნებს - შეიძინეთ საფუარი! მიანიჭეთ თმას ახალი სიცოცხლე

ნუ შეიძენთ ძვირადღირებულ შამპუნებს - შეიძინეთ საფუარი! მიანიჭეთ თმას ახალი სიცოცხლე

საფუარს მდიდარი მინერალური და ვიტამინური შემადგენლობა აქვს, რომლის წყალობითაც საფუარიანი ნიღბები ძალიან სასარგებლოა ჩვენი თმისთვის. ასეთი ნიღბები უხდება როგორც მშრალ, ისე ცხიმიან თამასაც. ეს სამკურნალო საშუალებები თმას მიანიჭებს ძალას, მოცულობასა და მოქნილობას.
თუ მკურნალობის კურსს დაიცავთ, მალე თმა პირდაპირი გაგებით გაიზრდება ისე, როგორც საფუარს შეუძლია.
ასეთი პროცედურებისთვის აიღეთ მოზრდილი ჭურჭელი, რადგან, როგორც იცით, საფუარი ფერმენტირების შემდეგ მოცულობაში იმატებს. ამ სტატიაში გაგიზიარებთ საფუარიანი ნიღბების ყველაზე ეფექტურ რეცეპტებს.



საფუარიანი ნიღაბი თმისთვის
ინგრედიენტები
  • 1 ს.კ. წყალი
  • 1 ს.კ. საფუარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ს.კ. თაფლი
  • 2 ჩ.კ. მდოგვის ფხვნილი
გამოყენება
  1. გახსენით საფუარი თბილ წყალში და დაუმატეთ შაქარი.
  2. როგორც კი საფუარი გაიხსნება, შეურიეთ თაფლი და მდოგვის ფხვნილი.
  3. წაისვით ნიღაბი თავის კანზე და თმის ძირებზე. შემდეგ გაიკეთეთ პოლიეთილენის ქუდი ან პარკი და შეიხვიეთ თავი პირსახოცით.
  4. 1 საათში ჩამოიბანეთ მასა, გამოიყენეთ ჩვეულებრივი შამპუნი. გაჩნდება შეგრძნება, თითქოს თმა ორჯერ მეტია.


ნიღაბი წიწაკის ნაყენით
ინგრედიენტები
  • 30 გ მშრალი საფუარი
  • 2 ს.კ. წიწაკის ნაყენი
  • 1 ს.კ. წყალი
გამოყენება
  1. გახსენით საფუარი წყალში და ფერმენტირების შემდეგ დაუმატეთ წიწაკის ნაყენი.
  2. წაისვით ნიღაბი თავის კანსა და თმის ძირებზე, დაიხურეთ პოლიეთილენი და შეიხვიეთ პირსახოცით.
  3. ნიღაბი გაიჩერეთ მხოლოდ 20 წუთი, რათა აიცილოთ თავის კანის დამწვრობა. ჩამოიბანეთ ნიღაბი რბილი შამპუნით.
აუცილებლად დაუთმეთ თქვენს თმებს დრო - ეს ხომ ძალიან მარტივია!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.