სახის ნიღაბი კვერცხის ცილისა და ლიმონისაგან:
- 1 კვერცხის ცილა.
ნახევარი ლიმონი ჩააღრმავეთ, გამოშიგნეთ იმდენზე, რომ 1 კვერცხის ცილა ჩაეტიოს, დატოვეთ მთელი ღამე, სახეზე წაისვით, 10-15 წუთი გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ. ეს კომბინაცია წმენდს, კვებავს და ამაგრებს კანს.
ნიღაბი ლაშქარათი: - 1-2 ჩაის კოვზი ფქვილი;
- 4 სუფრის კოვზი (60 მლ) ლაშქარას ფოთლების ნაყენი;
- 2 ჩაის კოვზი (10 მლ) გარგარის ზეთი.
ფქვილი შეურიეთ ლაშქარას ნაყენს და ჯამით ან ქილით ორთქლის აბაზანაზე შეაცხელეთ, სანამ ნარევი ოდნავ არ შესქელდება. გადმოდგით ქურიდან, დაუმატეთ ზეთი და კარგად შეანჯღრიეთ, გააცივეთ.
სახის ნიღაბი და თაფლით მგრძნობიარე კანისთვის: - 2 სუფრის კოვზი ქატო;
- 3 სუფრის კოვზი (45 მლ) გვირილის ნაყენი;
- 1 ჩაის კოვზი (5 მლ) თხელი თაფლი.
შეურიეთ ერთმანეთში კომპონენტები და წაისვით სახეზე. 10 წუთის შემდეგ გვირილის ნაყენით ჩამოიბანეთ.
სახის ნიღაბი ალოეთი: - 2 სუფრის კოვზი (3 მლ) ალოეს მაგარი ნაყენი;
- 2 სუფრის კოვზი მაწონი;
- შვრიის წმინდა ფქვილი.
ნაყენი და მაწონი აურიეთ ერთმანეთში, შვრიის ფქვილი შეურიეთ და მიღებული პასტა წაისვით სახეზე.
სახის ნიღაბი კვერცხის ცილით და ლიმონით ცხიმიანი კანისათვის: - 1 კვერცხის ცილა;
- 1-2 ჩაის კოვზი თაფლი;
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
ათქვიფეთ კვერცხის ცილა კარგად, დაუმატეთ თაფლი და ლიმონის წვენი.
სახის ნიღაბი მარწყვით: - 120 გრამი მარწყვი დაჭყლეტილი;
- 2 სუფრის კოვზი (30 მლ) რძის ფხვნილი;
- 1 სუფრის კოვზი (15 მლ) ლიმონის წვენი.
აურიეთ, დაიდეთ სახეზე, ჩამოიბანეთ ანადუღარი თბილი წყლით.
მშრალი კანისათვის სახის ნიღაბი ლუდის საფუარით და ლაშქარათი: - 1 ჩაის კოვზი თხიერი თაფლი;
- 1 ჩაის კოვზი ლუდის საფუარი;
- 1 ჩაის კოვზი მაწონი;
- 3 ჩაის კოვზი(15 მლ) ლაშქარას ფოთლების მაგარი ნაყენი 1 ჩაის კოვზი ავოკადოს ან ზეითუნის ზეთი.
თაფლი და საფუარი აურიეთ ერთმანეთში. ჩაუმატეთ მაწონი და ლაშქარა და მოურიეთ, სანამ პასტა წარმოიშობა. სახე გაიწმინდეთ ზეთით და პასტა წაისვით.
სახის ნიღაბი კვერცხის ცილით და ზეითუნის ზეთით: - 1 კვერცხის ცილა;
- 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი. აურიეთ ერთმანეთში და წაისვით.
სახის ნიღაბი ატმით და არაჟნით: - 1 ან 2 ატამი დაჭყლიტეთ და შეურიეთ ათქვეფილი არაჟანი, სანამ პასტა წარმოიშვება.