ახალი და დამწნილებული კომბოსტოს წვენის მიღება რეკომენდებულია დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტის დროს. წვენი ინახება მაცივარში, მაგრამ არა უმეტეს ერთი დღისა.
ხალხური მედიცინა გვირჩევს გატარებული კომბოსტოს ფაფისებური მასა გამოვიყენოთ შეუხორცებელი წყლულების და დამვწრობის დროს.
სახსრების სამკურნალო რამდენიმე რეცეპტი:
რეცეპტი N1
ინგრედიენტები:
- თეთრი თავხვეული კომბოსტო - 100 გრ
- ქლიავი - 80 გრ
- მაყვალი - 80 გრ
- თაფლი (თხელი) - 30 გრ
მომზადების წესი:
კომბოსტო წვრილად დავკეპოთ, ქლიავის რბილობი დავაქუცმაცოთ, მაყვალი კოვზით გავსრისოთ.
ინგრედიენტები შევაერთოთ, დავუმატოთ თაფლი და კარგად ავურიოთ. მივიღოთ 40 გრ 2-ჯერ დღეში 1 თვის მანძილზე.
რეცეპტი N2
ინგრედიენტები: - თეთრი თავხვეული კომბოსტო -100 გრ
- ღორის ქონი - 80 გრ
- თაფლი - 50 გრ
მომზადების წესი:
ქონი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავუმატოთ თაფლი, დაკეპილი კობოსტო და შევურიოთ ერთმანეთს. მომზადებული მასა შევინახოთ მაცივარში და მივიღოთ 30-40 გრ დღეში 2-3-ჯერ.
რეცეპტი N3
ინგრედიენტები: - წითელი თავხვეული კომბოსტო - 100 გრ
- მზესუმზირას თესლი - 50 გრ
- თაფლი - 30 გრ
მომზადების წესი:
კომბოსტო წვრილად დავკეპოთ, დავუმატოთ მზესუმზირა და თაფლი, კარგად ავურიოთ. მივიღოთ 40 გრ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის მანძილზე.