» » » კომბოსტოს წყალობით, რომაელები ასწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას წამლის გარეშე.

კომბოსტოს წყალობით, რომაელები ასწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას წამლის გარეშე.

კომბოსტო არა მარტო გემრიელი და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც ბევრ ვიტამინებს შეიცავს, არამედ ის შესანიშნავი სამკურნალო საშუალებაცაა. განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი დაავადების მკურნალობაში, როგორიცაა გულის, სისხლძარღვების და სახსრების დაავადებები, ასევე წარმოადგენს ონკოლოგიური და სხვა სერიოზული დაავადებების ეფექტურ პროფილაქტიკურ საშუალებას.

ექიმები ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში იყენებდნენ კომბოსტოს სხვადახვა სახეობების ნაწლავთა მოქმედების გაუმჯობესების მიზნით, მისი ევაკუატორული ფუნქციის დარღვევისას. ბოლომდე მოუხარშავი კომბოსტო გამოიყენებოდა როგორც საფაღარათო საშუალება, ხოლო გადახარშული - როგორც შემკვრელი.

საჭმლის მონელების დარღვევის შედეგად უარესდება იმ ნივთიერებების შეწოვა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ცხოველმედებისთვის. ეს თავის მხრივ აისახება გულის, სისხლძარღვების, სახსრების, ღვიძლის და სხვა ორგანოების მუშაობაზე.
კარგა ხანია ცნობილია, რომ კომბოსტო აუმჯობესებს ნერვული სისტემის მდგომარეობას და ხელს უწყობს სტრესთან ბრძოლას.

ძველ ეგვიპტეში მოხარშული თეთრი თავხვეული კომბოსტო ითვლებოდა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ძველ საბერძნეთში კი მისი საშუალებით მკურნალობდნენ ნაღვლის ბუშტის დაავადებას. კომბოსტო და მისი წვენი კარგია ბავშვებში დაქვეითებული იმუნიტეტის ასამაღლებლად.

რომაელი საზოგადო მოღვაწე და მწერალი მარკ პორცი კატონი თვლიდა, რომ კომბოსტოს რეგულარულად მოხმარების მეშვეობით რომაელები ასწლეულების მანძილზე ინარჩუნებდნენ ჯანმრთელობას წამლის გარეშე.
რომში კომბოსტოთი მკურნალობდნენ ღვიძლს, სახსრებს, შეუხორცებელ წყლულს და სხვა.

ავიცენა თავის ნაშრომში "საექიმო მეცნიერების კანონი" ურჩევს კომბოსტოს გამოყენებას სხვადასხვა დაავადებების დროს. კომბოსტოს წვენის ხმარებას თავის და ყელსი ტკივილისას მიუთითებს. მრავალმხრივმა კვლევებმა გვაჩვენა, რომ ამ ბოსტნეულში უამრავი სასარგებლო ნივთიერებებია, რომელთა გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის ნორმალური მუშაობა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.