მწვანე ჩაი
ეს ნაზი ჩაი ნედლი ფოთლების მსუბუქ ორთქლზე გატარებითა და შემდეგ გაშრობით იწარმოება. მასში უხვადაა ანტიოქსიდანტი ფენოლების ჯგუფი, რომელთაც კატეხინები ეწოდება.
თეთრი ჩაი
მზადდება ფოთლებისა და კვირტებისგან, რომელთაც მზის ქვეშ ბუნებრივად აჭკნობენ და შემდეგ მსუბუქად ამუშავებენ.
შავი ჩაი
შავი ჩაი ადუღებისა და გაშრობის შემდეგ მთელ რიგ ანტიოქსიდანტებს გამოყოფს. მასში განსაკუთრებით ჭარბობს თეაფლავინები და თეარუბიგინები, რომლებიც ისეთივე ძლიერმოქმედია, როგორც მწვანე ჩაიში არსებული ნივთიერებები.
თმის სავლები საშუალება
თმისთვის ბზინვარების დასაბრუნებლად, მოამზადეთ მწვანე ჩაის ძლიერი ნაყენი. გააგრილეთ და საფუძვლიანად დაისველეთ თმა. დაიტოვეთ 10 წუთით და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ.
სასარგებლო თვისებები:
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
ჩაის ექსტრაქტში უხვადაა ანტიოქსიდანტები. კოსმეტოლოგიაში გამოყენებისას იგი ხელს უშლის ანთებითა და ოქსიდაციური სტრესით გამოწვეულ ნაადრევ დაბერებას. მწვანე ჩაიში არსებული ანტიოქსიდანტი კატეხინები (არ აქვს მნიშვნელობა, ზედაპირულად გამოვიყენებთ, თუ სასმელის სახით მივიღებთ) კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისადამი უფრო ამტანს ხდის და კანის ნაადრევად დაბერებას უშლის ხელს.
კანს ჯანსაღ ფერს აძლევს.
ვინაიდან ჩაის ფოთლები კოფეინს შეიცავს, მის ექსტრაქტში შემავალი ისეთი სასარგებლო ნივთიერებები, როგორებიცაა: ბეტაკაროტინი, С ვიტამინი და ანტიოქსიდანტი პოლიფენოლები, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, კანის ფერსა და სტრუქტურას.
იცავს მზისგან.
შავ, მწვანე და თეთრ ჩაის ულტრაიისფერი სხივების შთათქმის უნარი აქვს. შესაბამისად, თუ მას ზედაპირულად გამოიყენებთ, მზისგან დაგიცავთ. მაგრამ არასოდეს გამოიყენოთ მზისგან დასაცავად მარტო ჩაის ესტრაქტი.
ხელს უწყობს დეტოქსიკაციას.
ჩაი არის მსუბუქი შემკვრელი და შარდმდენი. ამცირებს შესივებებსა და ჭარბ სითხეს ორგანიზმში.
მიირთვი და გალამაზდი
მწვანე ჩაი. ფინჯანი მწვანე ჩაი კარგია კანის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ალერგია მტვერზე. ამსუბუქებს ეგზემის სიმპტომებსაც.
თეთრი ჩაი. ყოველდღიურად ფინჯანი თეთრი ჩაის დალევა ამცირებს კიბოსა და რევმატული ართრიტების რისკს, აგრეთვე ასაკით გამოწვეულ ნაოჭებს.