» » » როგორ ინარჩუნებს სილამაზეს კლაუდია შიფერი

როგორ ინარჩუნებს სილამაზეს კლაუდია შიფერი

კლაუდია შიფერი ხანგრძლივ და მსუბუქ დიეტას ამჯობინებს. მას სილამაზის საკუთარი საიდუმლო აქვს: მწვანე ჩაი. მოდელი ყოველი ჭამის შემდეგ რამდენიმე ფინჯან მწვანე ჩაის მიირთმევს - ამ სასმელს ორგანიზმიდან წიდა და ტოქსიკური ნივთიერებები გამოაქვს. გარდა ამისა, კლაუდიამ თავად შეიმუშავა დიეტა "5+". ასეთი სახელწოდება დიეტამ იმის გამო მიიღო, რომ 5 დღიანია. თითოეული დღის რაციონის ენერგეტიკული ღირებულება დაახლოებით 1200 კილოკალორია, რაც დიეტას ორგანიზმისთვის აბსოლიტურად უვნებელს ხდის. მისი წყალობით დაახლოებით 3 კილოგრამს დაიკლებთ.

როგორ ინარჩუნებს სილამაზეს კლაუდია შიფერი

საუზმე: ხილისა და კენკრის ნარევი (გამონაკლისია ბანანი, ყურძენი და ლეღვი) და 100 იოგურტი.

II საუზმე: ხილის კოქტეილი, რომელიც 100 მლ იოგურტისა და 100 მლ ნებისმიერი ხილის წვენისგან მზადდება.

სადილი: ბოსტნეულის რაგუ, რომელშიც შედის მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, 1 სტაფილო, 1 პარკოსანი, ნახევარი თავი ხახვი, 1 სურფის კოვზი ახალი ლობიო ან ბარდა, ოხრახუში, ნიახური, 100 გრამი დო, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.

სამხარი: პურის პატარა ნაჭერი და 100 გ ქათმის თეთრი ხორცი.

ვახშამი: ხილის ფლავი (50 გრამი მოხარშული ბრინჯი, ვაშლი და 100 გ ნებისმიერი სხვა ხილი და კენკრა).
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.