ის სასარგებლოა:
აღადგენს და იცავს კანს. თესლის ზეთში უხვადაა ანტიოქსიდანტი ალფა და გამა ტოკოფეროლები (E ვიტამინი). აგრეთვე შეიცავს ალფალინოლეის მჟავას - ანთების საწინააღმდეგო ომეგა-3 უცვლელ ცხიმმჟავას.
კანის მატონიზირებელი. ფოთლების ექსტრაქტი სუსტი შემკვრელი საშუალებაა. ამკვრივებს კანის ზედაპირს. თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, ტონერად ჟოლოს გამხმარი ფოთლების ძლიერი ნაყენი გამოიყენეთ.
ამშვიდებს კანს. თესლის ზეთი საკმაოდ ნაზია მგრძნობიარე კანისთვის გამოიყენება. იგი კანს ატენიანებს, არბილებს და აუმჯობესებს ელასტიკურობას. ინარჩუნებს სითხეს. ელაგიური მჟავას შემცველობის გამო თესლის ზეთი სასარგებლოა კანის ისეთი პრობლემების დროს, როგორებიცაა ფსორიაზი და ეგზემა. დაღლილი კანის გამოსაცოცხლებლად მოამზადეთ სახელდახელო ჟოლოს ნიღაბი: დასრისეთ ცოცხალი, მწიფე ჟოლო და დაიდეთ სახეზე.
იცავს მზისგან. კვლევებმა აჩვენა, რომ ჟოლოს თესლის ზეთი ორგანიზმს B და C ულტრაიისფერი გამოსხივების შთანთქმაში ეხმარება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მზისგან დამცავი პროდუქციის სასარგებლო დანამატია.
თესლის ზეთი
შეიძინეთ ცივი დაწურვით მიღებული თესლის ზეთი, რომელშიც ბევრად მეტი საკვები ნივთიერება და ფიტოქიმიკატია.
ფოთლები
ფოთლები კანის მატონიზირებელია.
ნაყოფი
ჟოლოში უხვადაა ბეტაკაროტინი, C ვიტამინი, ფოლატი და ანტიოქსიდანტი ფიტონუტრიენტები, რაც ორგანიზმს აჯანსაღებს.
მიირთვი და გალამაზდი
ნაყოფში უხვადაა სხვადასხვა სახის ფიტონუტრიენტები, რომელთაც კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება აქვთ და წონას აკონტროლებენ.