სიმსივნეები ხშირად უჩნდებათ ზედმეტი წონის ქალებს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს ესტროგენების დონესთან, რადგან ესტროგენი ცხიმოვან საფარველში გროვდება. უმეტესად აღერიცხებათ ნაღვლის ბუშტში კენჭის მქონე პაციენტებს და უშვილო ქალებს.
სიმსივნეების სიმპტომები:
- ძლიერი, ხანგრძლივი მენსტრუალური სისხლდენა;
 - სისხლდენა პერიოდებს შორის;
 - რკინის ნაკლებობა - ანემია სისხლის ნაკლებობის საფუძველზე;
 - მტკივნეული მენსტრუაცია;
 - შარდის ბუშტის ზეწოლა, რომელიც ხშირ და უცბად მოშარდვის სურვილით გამოიხატება, იწვევს შარდის შეუკავებლობასდა ცისტიტის სიმპტომებს;
 - გადიდებული ქვედა მუცელი;
 - ტკივილები სქესობრივი აქტის დროს;
 - ყაბზობა. 
თუ სიმსივნეების ღერძი - ღერო დაიგრიხება, სისხლის მიწოდება სიმსივნეებს შეუწყდება, იწყება ე.წ. დეგენერაცია, სიმსივნე ქვავდება და ხშირად იწვევს ქვედა მუცლის ტკივილს, ღებინებას, სიცხეს და შეუძლოდ ყოფნას.
თვითდახმარება სიმსივნეების დროს. - გახდით, შეამცირეთ ცხიმების მიღება;
 - ჭამეთ საკმარისად შავი პური, ხილი და ბოსტნეული;
 - მოერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლს, მზა საჭმელს, შაქარს და მზა, დაკონსერვებულ საკვებს შხამიანი ნივთიერებების ასაცილებად, რომლებიც  სიმსივნეების გაჩენას უწყობენ  ხელს;
 - უმკურნალეთ ყაბზობას, რომ არ დაგროვდეს შხამები სხეულში;
 - იმოძრავეთ ძალიან ბევრი სისხლით მომარაგების გასაუმჯობესებლად. 
 
სიმსივნეების მცენარეებით მკურნალობა.
იხმარეთ ჰორმონალური დონის მომწესრიგებელი მცენარე ხეპილპილა, დალიეთ გამრავლების აპარატის მომწესრიგებელი საშუალება მარმუჭი.
მომადუნებელი ბალახები საშვილოსნოსათვის: ძახველი, ფრინტა, დიოსკორეა - აყუჩებენ ჭვლებს და ტკივილებს. სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებენ: ფარსმანდუკი, ანგელოზა, დარიჩინი, კოჭა. ისინი, აგრეთვე საშვილოსნოდან ნარჩენი პროდუქტების გამოტანას უწყობენ ხელს.
გამწმენდი მცენარეები: ბაბუაწვერას ფესვი და გულყვითელა ათავისუფლებენ ორგანიზმს ტოქსინებისგან.
ძლიერი სისხლდენი დროს შველის წყლის შროშანი, ხოლო ნემსიწვერა - ანემიის განვითარებას აფერხებს.
                
        

