დაავადების განვითარება ხდება ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევების გამო. მენოპაუზის შემდეგ, ფიბრომიომა პატარავდება, ხანდახან მთლიანად ქრება.
ხშირი და ხანგრძლივი მენსტრუაციები არის ყველაზე ხშირი სიმპტომი.
შესაძლებელია საშვილოსნოდან სისხლდენა, მენსტრუაციებს შორის პერიოდში. ხანდახან დაავადება მიმდინარეობს სიმპტომის გარეშე.
ამ დაავადების მკურნალობაში მოგვეხმარება ხალხური მედიცინა:
რეცეპტი 1
1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული მარწყვს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ჭურჭელი კარგად შევფუთოთ, დავაყენოთ 3 საათით. სითხე გავფილტროთ, მივიღოთ დღეში 3-ჯერ 0,3 ჭიქა.
რეცეპტი 2
დავჭრათ და შევურიოთ ჭინჭრის ფოთლები (25 გრამი) და ფარსმანდუკის ბალახი (25 გრამი) 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოვხარშოთ 1 სუფრის კოვზი ნარევი, შევფუთოთ და დავაყენოთ 1,5-2 საათით. მივიღოთ დღეში 3-ჯერ, 0,5 ჭიქა.
რეცეპტი 3
1 ჩაის კოვზი მშრალი კარტოფილის ყვავილებს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ჩავასხათ თერმოსში, 5-10 წუთით თერმოსი ღია დავტოვოთ, შემდეგ დავხუროთ და დავაყენოთ 4-5 საათით. ნაყენი დავლიოთ 0,25-0,5 ჭიქა, ჭამამდე 30 წუთით ადრე 3-4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 1 თვე. შემდეგ 2-3 თვე შევისვენოთ და ისევ გავიაროთ 1 კურსი.
რეცეპტი 4
ერთნაირი წონით შევურიოთ - 1 ნაწილი ფარსმანდუკი, 1 ნაწილი ჭინჭრის ბალახი, 2 ნაწილი შავბალახას ბალახი, 2 ნაწილი კორობელას ბალახი, 2 ნაწილი გულყვითელას ყვავილები, 2 ნაწილი სააფთიაქო გვირილას ყვავილი, 2 ნაწილი ხეჭრელის ქერქი, 5 ნაწილი მარწყვის ფოთლები.
2 სუფრის კოვზი ნარევს დავასხათ 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დავტოვოთ ღამით თერმოსში. ნაყენი დავლიოთ დიდი ხნის განმავლობაში -0,5 ჭიქა ორჯერ დღეში. ყოველი 2 თვის შემდეგ გავაკეთოთ 20 დღიანი შესვენება.
რეცეპტი 5
თერმოსში ჩავყაროთ 1 სუფრის კოვზი შავბალახას ბალახი, 1 სუფრის კოვზი ორკბილას ბალახი. ბალახოვან ნარევს დავასხათ 0,5 ლიტრი მდუღარე წყალი, დავაყენოთ თერმოსში 1 საათით.
შემდეგ, გავფილტროთ, ბალახი გავწუროთ. მივიღოთ 2-ჯერ დღეში (დილით და საღამოს) ჭამამდე 30 წუთითი ადრე. 1/2 ჭიქა. ავადმყოფი კუჭის შემთხვევაში ნაყენი დავლიოთ ჭამის შემდეგ, 30 წუთში. მკურნალობის კურსი - 6 თვე.
ყურადღება! მოცემული ნაყენის მიღება აკრძალულია ორსულობის პერიოდში და მენსტრუაციული ციკლის დაწყებიდან 7 დღის განმავლობაში.