ჯანმრთელი კანი რბილი, კრიალა, მოქნილი, ნაზი და ბრწყინავია, ასეთ კანს მოვლა ესაჭიროება, მაგრამ სიბერესთან ერთად კანიც იცვლება, კარგავს თავის თვისებებს.
მშრალი კანისთვის კარგი გამწმენდია კიტრის პიურე.
- აიღეთ 1 კიტრი, გახეხეთ, დაასხით 300 მლ წყალი, შეინახეთ მაცივარში (შენახვის ვადა 3 დღეა).
- ნახევარი გახეხილი კიტრი 300 მლ წყალში ადუღეთ 3 წუთის განმავლობაში, გადაიღეთ მინის ჭურჭელში, შეინახეთ მაცივარში 1 კვირა.
- ჭუჭყის მოსაშორებლად იხმარეთ დიდი კამა, ქატო, შვრია ან ხორბლის ფქვილი. ყველაფერი ეს მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს და ფერიმჭამელებს.
გამწმენდი საშუალებები ცხიმიანი კანისთვის. - 2 ჩაის კოვზი გახეხილი ნუში, 150 მილილიტრი ვარდის წყალი ადუღეთ 2 წუთი, გაწურეთ და ბოთლში ჩაასხით.
- 125 მლ ცხიმიანი რძე, 2 ჩაის კოვზი ცერეცოს- დიდი კამის თესლი 30 წუთი ნელ ცეცხლზე გააცხელეთ, გააცივეთ - 2 საათით, გაწურეთ, ბოთლში ჩაასხით, მაცივარში 1 კვირა ინახება.
გამწმენდი საშუალებები მშრალი და ნორმალური კანისათვის: - ნუშის ზეთი წმენდს და კვებავს კანს.
გამწმენდი კრემი ფორთოხლის ყვავილებით. - 25 მლ სოიოს ზეთი
- 25 მლ ნუშის ზეთი
- 25 მლ კაკაოს ზეთი
- 1 ჩაის კოვზი (15 გრ) თაფლის სანთელი
- 25 მლ ფორთოხლის ყვავილების წყალი
- 5 წვეთი ნეროლის ეთერზეთი (მწარე ფორთოხალი, რომელიც ახალი უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს).
სოიოს და ნუშის ზეთი ერთმანეთში აურიეთ და გააცხელეთ. კაკალის ზეთი ცალკე გაადნეთ და ნელი მორევით შეურიეთ. სანთელი გაადნეთ და ფორთოხლის ყვავილების წყალთან ერთად მიღებულ მასაში შეურიეთ, შეასქელეთ, გააცივეთ, ამასობაში ეთერზეთიც შეურიეთ.