კიტრი შეიცავს 40%-ზე - 141 მგ% მეტ კალიუმს, 10%- ნატრიუმს, 7,5%-კალიუმს, 20%-ფოსფორს, 4,7% - ქლორს. ასევე, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, C, B1, B2, PP ვიტამინებს. სათბურის კიტრში კალიუმის შემცველობა 196 მგ%-ზე მეტს აღწევს, სამაგიეროდ არ არის PP ვიტამინი და მანგანუმი.
- კიტრის წვენისა და სტაფილოს წვენის ნარევი ძლიერ დადებითად მოქმედებს რევმატოიდულ დაავადებებზე, ხოლო ასეთი დაავადებები გამოწვეულია ორგანიზმში შარდმჟავას მომატებით. აღნიშნულ ნარევს თუ ცოტაოდენ ჭარხლის წვენს დავუმატებთ, ჯანმრთელობის გაუმჯობესების საერთო პროცესი დაჩქარდება.
- კალიუმის დიდი რაოდენობით შემცევლობის გამო, კიტრის წვენი მეტად ფასეულია მაღალი და დაბალი წნევის დროს.
- კარგი საშუალებაა კბილებისა და ღრძილების დაავადების დროს, მაგ: პარადონტოზის დროს.
- ჩვენი ფრჩხილები და თმები საჭიროებენ იმ ელემენტების ნაკრებს, რომლებსაც შეიცავს ახალი კიტრის წვენი.
- ახალი კიტრის წვენი კარგი საშუალებაა ჭორფლიანი და პიგმენტური ლაქებით დაფარული კანის გასაწმენდად. კიტრს აქვს კანის მათეთრებელი თვისება და მისი ნიღაბი გამოდგება ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის. ახალ კიტრს წვრილ სახეხზე ხეხავენ, უმატებენ 1 ს/კ ნებისმიერ მკვებავ კრემს. ცხიმიანი კანისათვის კიტრის წვენს უმატებენ იმავე რაოდენობის არაყს და აჩერებენ 24 სთ. ამ სითხეში ასველებენ მარლას და იდებენ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია. კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს ხანგრძლივად (6 თვე) შესანახად. ამისათვის 100 გრ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს ასხამენ 100 მლ არაყს, აჩერებენ 8-10 დღე ბნელ ადგილას, შემდეგ წურავენ და ინახავენ დახურული ჭურჭლით მაცივარში. კიტრი ასევე კარგი მკვებავი საშუალებაა. მისგან მომზადებული კოსმეტიკური რძე შესანიშნავად ასუფთავებს კანს. ამისათვის, 0,5 ჭიქა რძეს დაუმატეთ 1 ს/კ კიტრის წვენი. თუ მშრალი კანი გაქვთ, გახეხილ კიტრს დაუმატეთ არაჟანი და ლიმონის წვენი, დაიდეთ სახეზე და 20 წთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი შეგიძლიათ ყოველდღე გაიკეთოთ 10-15 დღის განმავლობაში. ხოლო თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, თანაბარი რაოდენობის გახეხილი ვაშლი და კიტრი აურიეთ ერთმანეთში და დაიდეთ სახეზე 20 წთ-ით.
- უამრავ რეცეპტთაგან, ძალზედ ეფექტურია ასევე, ნიღაბი "თოვლის დედოფალი": კალენდულას ნახარშს (5 სუფრის კოვზი ყვავილი 2 ჭიქა წყალზე) კიტრის ნაყენი (გახეხილ კიტრს ნახევარი ჭიქა არაყი დაასხით და 5-6 საათი გააჩერეთ ) შეურიეთ და საყინულეში კუბიკების სახით გაყინეთ. ყოველ საღამოს ამ ყინულის კუბიკებით გაიწმინდეთ კანი.
- კიტრის წვენი სასარგებლოა მიოკარდის (გადაღლილობის დროს ) - პროფილაქტიკისათვის. ის აწყნარებს და აძლიერებს ნერვულ სისტემას, ხელს უშლის ათეროსკლეროზის წარმოშობას და აუმჯობესებს მეხსიერებას. შეიძლება მივიღოთ 100 მლ-მდე სუფთა წვენი. მისი მოქმედება ძლიერდება სხვა წვენებთან კომბინაციის შედეგად. მაგალითად, შავი მოცხარის, ვაშლის, გრეიფრუტის (2:2:1:1) ან პომიდვრისა და ნივრის წვენებთან (20:20:1).
შენიშვნა: კიტრის გამოყენება უნდა შეიზღუდოს ან საერთოდ შეწყდეს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, კოლიტის დროს. ასევე კიტრის მწნილის მიღება არარეკომენდებულია მათთვის, ვისაც მწვავე ჰეპატიტი, ქოლეცისტიტი, ნაღველკენჭოვანი დაავადება აწუხებს. კიტრის ერთდღიანი გამწმენდი დიეტა ( კვირაში ერთხელ ), ორგანიზმს როგორც შიგნიდან (ნაწლავები, თირკმელები, სისხლძარღვები), ასევე გარედან (კანი ) ასუფთავებს.