შვრიის მკვებავი კრემი:
ინგრედიენტები:
- 2 კვერცხის გული
- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 200 მლ ლანოლინი
- 90 გ წმინდად დაფქვილი შვრიის ფქვილი
- 1-2 ლიმონის წვენი
- რამდენიმე წვეთი ბენზოლის ტინქტურა
ყველაფერი ერთმანეთში აურიეთ, გაიკეთეთ ნიღაბი, 15 წუთი გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ.
მზისა და ქარისგან დამცავი პრეპარატები:
ცოტა მზე და სუფთა ჰაერი კანის სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს და D ვიტამინის წარმოქმნას უწყობს ხელს. თუ კანი ჭარბ მზის და ქარის გავლენას განიცდის, მაშინ კანი დროს ადრე ბერდება, რადგან კანის ბუნებრივი სინოტივე იცვლება, მზეში მუდამ ქუდით იარეთ, რომელიც სახეს ჩრდილავს, აფერხებს თვალების გარშემო მოჭუტვის გამო წარმოქმნილ ნაოჭებს. გარეთ გასვლამდე სახეზე ნუშის ზეთი წაისვით. სახის კანის ზედაპირის სისწორე და მოქნილობა რომ შეინარჩუნოთ, წაისვით გარგარის, ზეთისხილის და ქოქოსის კაკლის ზეთი. კანს იცავს აგრეთვე ცხიმიანი რძე და დიდგულას ნაყენი. კიტრის წვენი იცავს კანს მზის სხივებისგან.
მზისგან დამცავი რძე კიტრით:
ინგრედიენტები: - 1 პატარა კიტრი
- 1-2 ჩაის კოვზი გლიცერინი
- 1-2 ჩაის კოვზი ვარდის წყალი
კიტრი გათალეთ და დაკეპეთ, წვენი გამოწურეთ და გლიცერინი და ვარდის წყალი შეურიეთ.
ლავანდის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი იცავს კანს მზით დამწვრობისგან და აჩქარებს კანის განკურნებას მზით დამწვრობის დროს. მზის აბაზანების ხანგრძლივობა შეზღუდეთ. თუ სახის კანს დიდხანს მიუშვერთ მზეს, ამან შეიძლება კანის არამარტო აქერცვლა და ნაოჭები, არამედ კიბო გამოიწვიოს. ამას გარდა, ძლიერი დასხივება სხეულს B ვიტამინს აცლის. მზით დამწვრობისადმი მიდრეკილ ადამიანებს შველის B ვიტამინის პრეპარატების მიღება.
მზისა და ქარისგან დამცავი პრეპარატები:
დაზიანებულ ადგილზე წაისვით კიტრის წვენი დიდი რაოდენობით, კანის გასაგრილებლად და დასაწყნარებლად. ლავანდის, ჭინჭრის, დიდგულას ან გვირილას ნაყენი, გახსნილი წყალში ან რძეში, აყუჩებს და არჩენს კანს. აგრეთვე კარტოფილის წვენი და ნედლი გახეხილი კარტოფილი, ჩვეულებრივი შავი ჩაი, დისტილირებული ჰამამელისი, 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი 30 მლ წყალზე, ან ზეითუნის ზეთისა და გლიცერინის ნარევი დამამშვიდებლად და გამაგრილებლად მოქმედებს.
ლავანდის ზეთი მზით დამწვრობის მოსაშუშებლად:
ინგრედიენტები: - 6 ჩაის კოვზი (30 მლ) ზეითუნის ზეთი;
- 4 ჩაის კოვზი (60 მლ) ვაშლის ძმარი;
- 1-2 ჩაის კოვზი იოდის ტინქტურა;
- 10-15 წვეთი ლავანდის ეთერზეთი.
მომზადების და გამოყენების წესი:
კომპონენტები შეურიეთ ერთმანეთს და შეინახეთ ხრახნიან სახურავიან ბოთლში. წაისვით სახეზე ბევრი, კანის დასაწყნარებლად და სამკურნალოდ.