» » » ანთების საწინააღმდეგოა, ამშვიდებს ნერვის ტკივილს და კურნავს ნაკაწრებსა და ჭრილობებს

ანთების საწინააღმდეგოა, ამშვიდებს ნერვის ტკივილს და კურნავს ნაკაწრებსა და ჭრილობებს

ყველასათვის ცნობილია, რომ კრაზანა ეფექტური სედატივია და ზომიერი დეპრესიის დროს განწყობასაც ამაღლებს. თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი მისი სასარგებლო თვისებები კანზე ზედაპირული გამოყენებისას. იგი ანთების საწინააღმდეგოა, ამშვიდებს ნერვის ტკივილს და კურნავს ნაკაწრებსა და მცირე ზომის ჭრილობებს.

სასარგებლო თვისებები:
ამშვიდებს კანს.
კრაზანას მაცერაციით გამოხდილი ზეთი ამშვიდებს კანის ეგზემით, ფსორიაზით და ფერიმჭამელებით გამოწვეულ ანთებით პროცესებს. მისი ზეთი, ნაყენი ან ძლიერი ჩაი გამოიყენება ზედაპირულად ტუჩის ჰერპესისა და კანის ვირუსული წყლულების სამკურნალოდ. ზეთი პირდაპირ შეგიძლიათ წაისვათ. თუმცა, მოარიდეთ ზეთიანი კანი მზეს, ვინაიდან კრაზანა კანის ფოტომგრძნობელობას ზრდის.

შველის ჭრილობებს, ნაკაწრებსა და სისხლჩაქცევებს.
კრაზანას ზეთი ან ნაყენი კარგია ნერვის ტკივილის, ანთებითი სახსრებისა და მყესების სამკურნალოდ. აგრეთვე მტკივნეული კანის, მცირე დამწვრობის, ნაკაწრებისა და მცირე ჭრილობების დროს ტკივილის დასაამებლად. ნაყენი მსუბუქად წაუსვით ჭრილობას.

შველის კუნთის ტკივილს.
კრაზანას ზეთი აქრობს კუნთის ტკივილს. გამოიყენეთ სამასაჟე ზეთის სახით.

ანტიდეპრესანტი.
ამშივიდებს ნერვულ სისტემას და გამოიყენება ზომიერი დეპრესიისა და მენოპაუზით გამოწვეული ნერვიულობის სამკურნალოდ. კრაზანას სარელაქსაციო და ანტიდეპრესანტული მოქმედება მშვიდი ძილის მომგვრელია, რაც თავის მხრივ, კანსა და თმას აჯანსაღებს.

მცენარე

ამ ყვითელყვავილა ბალახის გამოყენება ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ბერძნებმა იცოდნენ, რომელთაც სჯეროდათ, რომ კრაზანა მათ ავი სულებისგან იცავდა. დღეს იგი ცნობილია როგორც დეპრესიის ეფექტური მკურნალი.

ყვავილები

კრაზანას ყვავილებისა და ფოთლებისგან სამკურნალო ჩაი მზადდება.

ფოთლები

კრაზანას ფოთლებს მცირე ზომის ზეთის ჯიბეები აქვს, რაც ერთი შეხედვით ნახვრეტს მოგაგონებთ, თუ მას სინათლეზე გახედავთ.

ნაყენი

თუ გინდათ, მცენარე სწრაფად მოხვდეს თქვენს სისხლში, მიიღეთ მისი ნაყენი.

მაცერაციით გამოხდილი ზეთი

მზადდება ნედლი ყვავილების ზეითუნის ზეთში დალბობით. მიიღება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების მქონე მუქი ფერის ზეთი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.