» » » კრაზანას ზეთი საუკეთესოა წყლულოვანი დაავადებების, სტომატიტის, პაროდონტოზის დროს.

კრაზანას ზეთი საუკეთესოა წყლულოვანი დაავადებების, სტომატიტის, პაროდონტოზის დროს.

კრაზანა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა 30-100 სმ სიმაღლის. მისი ყვავილები მოოქროსფრო-ყვითელია. ყვავილობს ივნის-აგვისტოში, იზრდება მშრალ, გამეჩხერებულ ტყეებში, მინდვრად ტყის პირებში და ნასვენ მიწებზე.
სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილი (ყვავილის ქვევით 7-10 სმ-ზე იჭრება), აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აღმავალი მთვარის ფაზაში.
შეიცავს ეთერზეთებს, ჰიპერატინს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავებს, P და PP1 ვიტამინებს, კაროტინს და სხვა ნივთიერებებს.

ტრადიციულ მედიცინაში იყენებენ ნაღვლისა და შარდის ბუშტის დაავადებების, წვრილი და მსხვილი ნაწლავების სპაზმის, კანის დაზიანების, დამწვრობის, წყლულების და ფაღარათის დროს.

  • 20 გრ ცოცხალ ყვავილებს დავასხათ 200 მლ ზეითუნის ზეთი და ვაჩერებთ 40 დღე.
    მიღება: 1-2 ჩაის კოვზი ჭამამდე 30 წთ-ით ადრე 2-3-ჯერ დღეში.
    გამოიყენება წყლულოვანი დაავადებებისა და სტომატიტის, პაროდონტოზის, ფარინგიტის დროს, ასევე სანაღვლე გზებისა და თირკმელ-კენჭოვანი დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და ლორწომდენი საშუალება.

  • 1/2 ჭიქა კრაზანას ცოცხალი ყვავილები ფოთლებითურთ დავაყენოთ 1 ჭიქა ნუშის, მზესუმზირის, ზეითუნის ან სელის ზეთზე. 3 კვირის განმავლობაში. შემდეგ გავწუროთ და შევინახოთ გრილ ადგილას.
    კრაზანას ზეთი გამოიყენება დამწვრობების (რადიკალური საშუალებაა) დროს, მაშინაც კი როცა სხეულის 2/3-ია დამწვარი. დაზიანებულ ადგილებზე კეთდება ზეთოვანი კომპრესები, დიდი ხნის მანძილზე შეუხორცებელი ჭრილობების, წყლულების, ნაპრალების, ანთების დროს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაფაშრების დროს; ამუშავებენ ძაღლისა და კატის კბენისას მიყენებულ ჭრილობებს. კარგია გაცივების დროს ტუჩებზე გამონაყარის დასამუშავებლად.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.