» » » გულის კუნთის გამაძლიერებელი, სასარგებლო და გემრიელი რეცეპტები

გულის კუნთის გამაძლიერებელი, სასარგებლო და გემრიელი რეცეპტები

გულისთვის სასარგებლო კერძის მომზადების დროს უნდა გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს გულის კუნთის გამაძლიერებელ ნივთიერებებს, ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. შეეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლები პროდუქტები შეწვათ, მოხრაკოთ. უკეთესია მოხარშოთ, მოშუშოთ ორთქლში, ჰაერღუმელში. არ დაივიწყოთ თაფლი, ლიმონის წვენი, მწვანილები, თხილი და კაკალი.

ბრინჯის პუდინგი ქიშმიშით.
ინგრედიენტები:
  • 70 გრ ბრინჯი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 15 გრამი ქიშმიში
  • 5 გრამი მზესუმზირის ზეთი
  • 15 გრამი არაჟანი

    მომზადების წესი:
    თბილ წყალში გარეცხილი ბრინჯი მოვხარშოთ და დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქიშმიში, ზეთი და გადმოვიღოთ ზეთმოსმულ ტაფაში. შევდგათ ჰაერღუმელში. სუფრაზე მივიტანოთ არაჟანთან ერთად.

    ზღვის კომბოსტოს სალათა.
    ინგრედიენტები:
  • 50 გრ კომბოსტო
  • 50 გრ დაკონსერვებული ზღვის კომბოსტო (ლამინარია)
  • 20 გრ ტკვილი წიწაკა
  • 20 გრ კიტრი
  • 10 გრ ნედლი ხახვი
  • 25 გრ მაიონეზი

მომზადების წესი:
დაჭრილი კომბოსტო დაჭყლიტეთ ცოტა მარილში, აურიეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა, კიტრი, მწვანე ხახვი და ლამინარია; შეკმაზეთ მაიონეზით და აურიეთ.

ფეტვის ფაფა ჩირით და თაფლით.
ინგრედიენტები:
კარგად გარეცხილი ფეტვი ჩაყარეთ მდუღარე რძეში, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 სუფრის კოვზი კარაქი და მოხარშეთ. როცა შესქელდება, დაუმატეთ შავქლიავა, კურაგა და ქიშმიში (თითო სახეობა - თითო სუფრის კოვზი) კარგად აურიეთ და 2-3 საათი დადგით ძალზე დაბალ ცეცხლზე, ან თბილ ჰაერღუმელში.
სუფრასთან მიიტანეთ კარაქთან ერთად, ცალკე მიიტანეთ თაფლი.

წვნიანი კურაგით და ბრინჯით.
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი კურაგა წვრილად დაჭერით, დაასხით მდუღარე წყალი ( წყალზე 5-ჯერ მეტი უნდა იყოს კურაგაზე), დაამატეთ 1 დესერტის კოვზი შაქარი და გააჩერეთ 2-3 საათი. ამის შემდეგ დაუმატეთ მოხარშული ბრინჯი (ბრინჯი 4-ჯერ ნაკლები უნდა იყოს კურაგაზე) და ნაღები (1,5-ჯერ ნაკლები, ვიდრე კურაგა). წვნიანი ცივად უნდა მიირთვათ.

ფარშირებული ვაშლი
მომზადების წესი:
ამოაცალეთ ვაშლს თესლები. ცალკე მოამზადეთ ფარში: დაჭრილი ქიშმიში, ნუში, კურაგა (შეიძლება კაკალიც) შაქარი (უკეთესია თაფლი). ამოავსეთ ვაშლები ამ ფარშით და შედგით ჰაერღუმელში საშუალო ტემპერატურაზე ( ყურადღება მიაქციეთ, რომ ვაშლები არ დაიშალოს). სუფრაზე მიტანის წინ ზედ მოაყარეთ შაქრის პუდრი ძალზე მეტი დარიჩინით. ზუსტად ასევე შეგიძლიათ მოამზადოთ კომში.

მკურნალი წვენები.
ხილ-ბოსტნეულის წვენებზე საუბრისას საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებს ორგანიზმზე ნატურალური ხილის წვენები და როგორ - ბოსტნეული და რა განსხვავებაა მათ შორის.
ბოსტნეულის წვენები პირველ რიგში აღადგენს ორგანიზმის ძალებს და ავსებს მის რეზერვებს. ამიტომ, თუ დიეტაზე ხართ, უპირატესობა ბოსტნეულის წვენებს მიანიჭეთ.
ხილის წვენები შეუცვლელია ორგანიზმის გაწმენდისათვის. იგი განდევნის "დაღლილობის ტოქსინებს" და აძლიერებს ბიოქიმიურ პროცესებს, რითაც ნივთიერებათა ცვლას უწყობს ხელს.
თუ თქვენ სამუშაო ნერვულ და ფიზიკურ დატვირთვასთან არის დაკავშირებული, "იმეგობრეთ" წვენებთან.

სტაფილოს, ისპანახის, ნიახურის და ოხრახუშის წვენი.
სტაფილო და ისპანახი გულისთვის უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. ნიახური ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის ნორმალიზებას და იცავს შეშუპებისგან, ოხრახუშს კი ახასიათებს სპაზმოლითური მოქმედება და ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.
აურიეთ ერთმანეთში 7 წილი სტაფილოს, 4 წილი ნიახურის, 2 წილი ოხრახუშის და 3 წილი ისპანახის წვენები.
მიიღეთ ახალგამოწურული წვენები დღეში 2-3-ჯერ. დაიწყეთ 2-2 სუფრის კოვზით და ნელ-ნელა ადით 1 ჭიქამდე (ერთ დალევაზე). ძალზე სასარგებლოა ხურმისა და ვაშლის წვენები, აგრეთვე არყის ხის წვენი. ეს წვენები დღეში 2-3 ჭიქა შეიძლება დალიოთ.

ხილისა და ბოსტნეულის წვენები ერთმანეთს კარგად ავსებს. ხილის წვენები მდიდარია შაქრებითა და ვიტამინებით, ბოსტნეულისა კი - მინერალური მარილებით. ამიტომ შეგიძლიათ თამამად გამოიგონოთ კოქტეილები საყვარელი ხილისა და ბოსტნეულისგან ისე, რომ ყოველ ჯერზე ცვალოთ პროპორციები, რომ იპოვოთ ის გემო, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.