» » » სწორედ ასე მზადდება ტრადიციული ტოლმა

სწორედ ასე მზადდება ტრადიციული ტოლმა

ტოლმა ჩვენი საახალწლო სუფრის განსაკუთრებული კერძია. ის გავრცელებული და ბევრისთვის საყვარელი საჭმელია. სასარგებლოც, რადგან კომბოსტო ბევრ С ვიტამინს შეიცავს, ხორცი კი პროტეინებს. ტოლმის მოსამზადებლად საჭიროა:

ინგრედიენტები:
  • დაკეპილი ხორცი -500 გრამი
  • ხახვი - 3 თავი (80 გრამი)
  • მწვანილი - 1 კონა (50 გრამი)
  • კომბოსტოს ფოთოლი - 1 კილოგრამი
  • ბრინჯი - 200 გრამი
  • შავი პილპილი - 1 სუფრის კოვზი
  • ტომატი - 1 ჩაის ჭიქა
  • მაწონი - 1 ჩაის ჭიქა
  • მარილი - გემოვნების მიხედვით

დამზადების წესი:
500 გრამ დაკეპილ ხორცში ავურიოთ 3 თავი წვრილად დაჭრილი ხახვი, 1 კონა წვრილად დაჭრილი სხვადასხვა მწვანილეული, 200 გრამი დარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, მარილი და 1 კოვზი დანაყილი შავი პილპილი. ჩავასხათ შიგ ბულიონი ან ცოტა წყალი. მდუღარე წყალში წინასწარ ჩავთუთქოთ კომბოსტოს ფოთლები. ჩავდოთ თითოეულში დაახლოებით 1 1/2 სუფრის კოვზი ფარში და შევახვიოთ ისე, რომ მუთაქის ფორმა მიიღოს. ჩავალაგოთ ისინი მჭიდროდ თავდახურულ ქვაბში, დავასხათ ბულიონი ან ერბონარევი წყალი, დავაჭრათ გაფცქვნილი მწიფე პამიდორები, ხოლო თუ ზამთარია, ჩავასხათ 1 ჭიქა ტომატი, შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ დაახლოებით 40-50 წუთის განმავლობაში. როცა კარგად მოიხარშება, ამოვალაგოთ ლანგარზე. ქვაბში დარჩენილ ნახარშს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა მაწონი ან არაჟანი, ავურიოთ და გადავასხათ ტოლმას. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი ან მაწონი.

ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა
სწორედ ასე მზადდება ტრადიციული ტოლმა
ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა, მომჟავო გემოს სასიამოვნო კერძია. პროპორცია იგივეა, რაც ზემოთ იყო ნაჩვენები. ქვაბში ჩავაწყოთ ტოლმა, დავასხათ ბულიონი ან ერბონარევიწყალი და ჩავყაროთ რამდენიმე ცალი ტყემალი ან ალუჩა, გამზადებულ ტოლმას მოვასხათ არაჟანი ან ათქვეფილი მაწონი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.