» » » ვიტამინებით გაჯერებული ხორციანი მჟაუნის წვნიანი

ვიტამინებით გაჯერებული ხორციანი მჟაუნის წვნიანი

მოგეხსენებათ მჟაუნა როგორი სასარგებლო მცენარეც გახლავთ. ის გამოიყენება როგორც საკვებად, ასევე სამკურნალოდაც. მჟაუნას ფოთლები შეიცავს დიდი რაოდენობით კაროტინს და ასკორბინის მჟავას, B1, B2, C და PP ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, კერძოდ კი რკინას, მაგნიუმს, ფოსფორს, გოგირდს, სილიციუმს. ასევე, ცილებს, შაქარს, ორგანულ მჟავებსა და მთრიმლავ ნივთიერებებს. მისგან მომზადებული წვნიანი ვიტამინებითაა გაჯერებული. დღეს მჟაუნის წვნიანის 2 შესანიშნავ რეცეპტს შემოგთავაზებთ.

ხორციანი მჟაუნის წვნიანი

საჭიროა:
  • 1 კგ ხორცი
  • 5-6 ც კარტოფილი
  • 300 გ მჟაუნა
  • 3-4 კბილი ნიორი
  • თითო პატარა კონა ოხრახუში, კამა, ქინძი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 200 გ არაჟანი
  • 2 ს/კ პურის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • 2-3 თავი ხახვი

მომზადების წესი:
თანაბრად დაჭრილი მსუქანი ძროხის ხორცი კარგად გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი და მოვხარშოთ, დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი.
ბულიონში ჩავყაროთ ცხიმში მოხრაკული თავი ხახვი და მწვანე ხახვი, შემდეგ წვრილად დაჭრილი კარტოფილი, მჟაუნა, კამა, ოხრახუში, ქინძი, წიწაკა, ნიორი.
შეგრილებულ ბულიონში ცალკე გავქნათ კვერცხი და ფქვილი, ჩავასხათ ქვაბში, 2-3 წთ ვადუღოთ. სუფრაზე მიტანისას ქვაბში ჩავაბრუნოთ ხორცი.

მჟაუნის წვნიანი უხორცოდ

მზადდება ისე, როგორც ხორციანი. ცხიმად ვიხმაროთ 100 გრ კარაქი. სუფრაზე ცალკე მივიტანოთ მოხარშული, მრგვალად დაჭრილი კვერცხი და არაჟანი.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.