» » » ფორთოხლის, სალბის და ლავანდის ზეთის სამკურნალო თვისებები

ფორთოხლის, სალბის და ლავანდის ზეთის სამკურნალო თვისებები

ფორთოხლის ზეთს ყველგან იყენებენ: არომათერაპიაში, სასმელების, ტკბილეულის მოსამზადებლად და სხვა. მას გააჩნია გამოხატული (ისევე, როგორც ყველა ციტრუსს) ანტისეპტიკური თვისებები, შველის დეპრესიის, შიშის, ნერვული გადაღლილობის, სპაზმის, კრუნჩხვის დროს. გამოიყენება ბავშვთა მასაჟის პრაქტიკაში. მზეზე უშუალოდ გასვლამდე ფორთოხლის ზეთის გამოყენება რეკომენდებული არ არის, რადგან ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით ის სწრაფად ფუჭდება და მისი მოქმედების ეფექტი მცირდება. ფორთოხლის ზეთი უნდა შეინახოთ სხვა არომატული ზეთების მსგავსად - კარგად დახურულ ჭურჭელში, ბნელ ადგილას.

სალბის ზეთი ძალიან ეფექტურია ბრონქული ასთმის, ხველის, ანგინის დროს. ის შედის ეთერზეთების კომბინაციაში, რომლებსაც იყენებენ ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის და გულის დაავადებების სამკურნალოდ, გამოიყენება ინჰალაციისთვის და შენობის არომატიზებისთვის. თავად მცენარე გამოიყენება, როგორც ჭრილობის შემხორცებელი, სისხლდენის შემაჩერებელი, შემკვრელი, ამოსახველებელი, სპაზმოლიტური, ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალება. სალბის ნაყენი და ნახარში ძალიან პოპულარულია გაცივების, ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ბრონქიტის, ბრონქული ასთმის და ფილტვის ტუბერკულოზის დროს. სალბის ნაყენი - საუკეთესო საშუალებაა შეშუპების, შარდის ბუშტის და ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, ღვიძლის, კოლიტის და წყლულოვანი დაავადებების დროს.
სალბის ნახარში, ან ექსტრაქტი, გამოიყენება რადიკულიტის, ართროზის, პოლიართრიტის, ართრიტის, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

ლავანდის ზეთს გააჩნია ანტისეპტიკური თვისება, ხელს უწყობს ჭრილობის, დამწვრობის, კანის გაღიზიანებების შეხორცებას, არბილებს მწერების ნაკბენის შედეგებს, ეფექტურად მოქმედებს ნებისმიერი სახის ფერისმჭამელების, გამონაყარის, კანის ანთების, ეგზემის, დერმატიტის, სოკოვანი დაავადებების დროს. გააჩნია ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი თვისება რევმატიზმის, შაკიკის, ყურის ანთებითი დაავადებების, მენსტრუაციის დროს.
ლავანდის ზეთი - ძლიერი ანტიდეპრესანტია. ის აწესრიგებს გადატვირთულ ნერვულ სისტემას მაშინ, როდესაც საჭიროა სტიმულირება დაღლილობის, ღელვის, სტრესის დროს.
ძილის წინ ლავანდის გამოყენება იძლევა ძლიერ დადებით ეფექტს უძილობის, შფოთიანი ძილის, ღამით ხშირი გაღვიძების დროს.
ლავანდის გამოყენებისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ მხოლოდ ფეხმძიმობის პირველ თვეებში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.