რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, მავნე ჩვევებს უარყოფითი გავლენა აქვს არა მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობაზე, არამედ გარეგნობაზეც კი. თუ ვიზუალურად თავის გაახალგაზრდავება და სახიდან ზედმეტი წლების მოშორება გსურთ, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იზრუნოთ თვალებიდან შავი ტომრების მოშორებაზე. მხოლოდ ტონალური კრემის გამოყენებით მათი შენიღბის შედეგად, დროდადრო სიტუაცია მწვავდება და ასაკი სულ უფრო და უფრო გვეტყობა. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ საკმაოდ ეფექტური, თანაც ბიუჯეტური მეთოდი, რომელიც სწრაფად მოგაშორებთ შავ ტომრებს თვალების გარშემო და თავიდან აგარიდებთ მომავალში მათ გაჩენასაც.
შავი ტომრების მოშორება თვალებიდან
ინგრედიენტები:
- 1/2 ჭიქა დაფქული ყავა;
- 100 მლ ნუშის ზეთი;
- 1 ს.კ. ავოკადოს ზეთი.
მომზადება და გამოყენება:
- ჩაყარეთ ყავა მინის ქილაში და დაამატეთ ნუშის ზეთი. დააფარეთ ქილას თავსახური და დააყოვნეთ ბნელ ადგილზე 4-5 დღის განმავლობაში.
- ამ დროში ნუშის ზეთი მთლიანად გამოიწოვს სასარგებლო კომპონენტებს ყავიდან. 5 დღის შემდეგ ნარევი აუცილებლად უნდა გაფილტროთ, გადაწუროთ, რისთვისაც რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებაც შეგიძლიათ.
- გადაწურულ სითხეში ჩაამატეთ 1 სუფრის კოვზი ავოკადის ზეთი და კარგად გადაურიეთ. ჭურჭელს, რომელშიც ამ მასას შეინახავთ, კარგად დააფარეთ თავსახური და შეანჯღრიეთ მისი შიგთავსი. უფრო მასახერხებელი იქნება, თუ მზა ნარევს სპეციალურ ფლაკონში შეინახავთ, რომლის შეძენას აფთიაქებშიც შეძლებთ.
- ეს საშუალება აუცილებლად უნდა შეინახოთ მაცივარში. ყოველ დილას, მაკიაჟის გაკეთებამდე 20 წუთით ადრე დაიმუშავეთ თვალების გარშემო კანი ამ საშუალებით. ამ დროში ის მთლიანად შეიწოვება ფორებში. მოიშორეთ ზეთი წყალში დასველებული ბამბით, კარგად გაიმშრალეთ და ამის შემდეგ გაიკეთეთ მაკიაჟი.
ამ მარტივად მოსამზადებელი საშუალების გამოყენებით თქვენ ხანმოკლე დროში დაივიწყებთ ისეთ ესთეტიკურ პრობლემას, როგორიც თვალების გარშემო შავი ტომრების არსებობაა. აუცილებლად დაამზადეთ ეს ნარევი საკუთარი ხელით და გამოიყენეთ ის რეგულარულად, რათა ყოველთვის არაჩვეულებრივ ფორმაში იყოთ.
არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის, რათა მათაც იცოდნენ ამ ეფექტური საშუალების არსებობის შესახებ. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!