» » » სასმელი ვიწრო წელისთვის: ერთი ყლუპი გაღვიძებისთანავე - დღის ოპტიმისტური დასაწყისი

სასმელი ვიწრო წელისთვის: ერთი ყლუპი გაღვიძებისთანავე - დღის ოპტიმისტური დასაწყისი

არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ თითოეულ ჩვენგანს აინტერესებს კითხვა: როგორ გავხდეთ ეფექტურად ჯანმრთელობის დაზიანების გარეშე. ალბათ, ერთხელ მაინც გიცდიათ დიეტის დაცვა და რამდენიმე კგ-ს დაკლება. ვიღაც მარტივად გაუმკლავდა ამ გამოცდას, ვიღაცამ კი ბრძოლა წააგო და იმედებიც გაუცრუვდა.

გახდომა - ეს მოდური კაპრიზი კი არა, ცხოვრების სტილი და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა, ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით გასაოცარი სასმლის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს თქვენს ბრძოლას აუტანელ ცხიმებთან.


გასახდომი სასმელი ლიმონით
ვიტამინებით სავსე სასმელი არამხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიცაა. ნუ შეგეშინდებათ მისი შემადგენლობისა, რომელშიც შედის ოხრახუში, კიტრი და ნიახური: ისინი მხოლოდ პიკანტურობას მიანიჭებს. ციტრუსი კიტრთან და მწვანილთან კომბინაციით შესანიშნავად დაგანაყრებთ, მოქმედებს, როგორც შარდმდენი და ხსნის შეშუპებებს.


ეს ლიმონათი კვებავს, წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, აფხიზლებს და განიჭებთ ტონუსს დილიდან, ყავაზე უფრო კარგად. მისი დახმარებით გაგიადვილდებათ დიეტის დაცვაც, რადგან ეს საშუალება უმკლავდება შიმშილის გრძნობას. რეცეპტის პროპორციებიც მარტივია. თუ მას ყოველდღე მოამზადებთ, დაიმახსოვრებთ კიდევაც და სასარგებლო ჩვევად აქცევთ.


ინგრედიენტები
  • 2 მწვანე ვაშლი
  • 2 ახალი კიტრი
  • 2 ნიახურის ღერო
  • 1 ლიმონი
  • 1 ფორთოხალი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა პიტნა
  • 4 ლ სასმელი წყალი
მომზადება
  1. დაჭერით კიტრი და ვაშლი თხლად, მოაშორეთ კურკები. ნიახურიც წვრილად დაჭერით.


  2. გათალეთ ლიმონი და დაჭერით რბილობი ოთხ სამკუთხედებად. ფორთოხალიც ასევე დაჭერით, ოღონდ კანიანად. მწვანილი წვრილად დააქუცმაცეთ.


  3. ჩაყარეთ ინგრედიენტები ერთ ჭურჭელში და დაასხით წყალი. გააჩერეთ ლიმონათი 1 დღით მაცივარში.
  4. სასმელი გაღვიძებისთანავე მიირთვით დღეში 1 ჭიქის ოდენობით. მალე იგრძნობთ გაჯანსაღებას, სიფხიზლესა და ენერგიის მოზღვავებას. ამასთან, რამდენიმე დღეში მუცელიც შესამჩნევად დაპატარავდება.

    ჩვენი სხეული ბუნებამ მოძრაობის ფუნქციით შექმნა, მჯდომარე სამსახური და დასვენება ტელევიზორთან ამას ხელს უშლის. ჩნდება ქრონიკული დაღლილობა, გაღიზიანებადობა, აპათია, შემდეგ ჭარბი კილოგრამები, ცელულიტები, კომპლექსები... ნუ მისცემთ სიზარმაცეს საშუალებას, ცხოვრება გაგირთულოთ!

გისურვეთ წარმატებულ გახდომასა და ჯანმრთელობას!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.