» » » დუკანის მწვანე კოქტეილი. ყველაზე ცნობილი საშინაო "ელექსირი" ჭარბი წონის წინააღმდეგ

დუკანის მწვანე კოქტეილი. ყველაზე ცნობილი საშინაო "ელექსირი" ჭარბი წონის წინააღმდეგ

როგორ გავხდეთ ჯანსაღად? კითხვაზე, რომელსაც ყველა ჩიხში შეჰყავს, მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს - მწვანე კოქტეილის დახმარებით. ზოგიერთი მას ყოველ დილით, უზმოზე მიირთმევს, რათა ორგანიზმი გამოაფხიზლოს და აუცილებელი საკვები ნივთიერებებით გაავსოს. სხვები დღეში სამჯერ მიირთმევენ შიმშილის დასანაყრებლად და, შესაბამისად, მაღალკალორიული საკვების შესამცირებლად. აღსანიშნავია, რომ ეს სასმელი ნებისმიერ შემთხვევაში მოქმედებს.


არსებობს უამრავი სტანდარტული რეცეპტი, თუმცა მათ მიხედვით მომზადებული კოქტეილების ეფექტურობა საეჭვოა. ასევე, პოპულარულია ვარიანტები ეგზოტიკური ხილით: არამხოლოდ ეფექტური, არამედ გემრიელიცაა. თუმცა, ალვათ, საუკეთესო არჩევანი იქნებოდა დუკანის მწვანე კოქტეილი. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს სასმელები დაბალი კალორიულობით, ნამდვილად ეფექტურია. თქვენ არ გინდათ 10 დღეში 4-5 კგ-ს დაკლება?

დუკანის მიხედვით


კიტრის კოქტეილის ინგრედიენტები
  • 2 კიტრი
  • 1 კონა კამა
  • 1 კონა პიტნა
  • 1 ღერო ნიახური
  • 1/4 შავი ბოლოკი
  • 1 ჭიქა წყალი


დაჭერით ინგრედიენტები პატარა ნაჭრებად, დააფქვიეთ ბლენდერში, დაუმატეთ წყალი და ისევ მოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთით. მიირთვით დილით უზმოზე.

ვაშლისა და მსხლის კოქტეილის ინგრედიენტები
  • 1 ჭიქა მაწონი
  • 1 ვაშლი
  • 1 მსხალი
  • 1 კონა პიტნა
  • 1/2 ჭიქა წყალი

მოათავსეთ ინგრედიენტები ბლენდერში. დაასხით წყალი და მაწონი. მიირთვით უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

ბროკოლის კოქტეილის ინგრედიენტები
  • 150 ბროკოლი
  • 1 კონა ისპანახი
  • 1 კიტრი
  • 6 პომიდორი ჩერი
  • 4 ფოთოლი მწვანე სალათი
  • 1 ჭიქა წყალი

დაჭერით ინგრედიენტები, დაასხით წყალი და მოათავსეთ ბლენდერში. მიირთვით ყოველ დილით, უზმოზე.

ეგზოტიკური კოქტეილები


კივით:
  • 1 კივი
  • 1/2 ლიმონი კანით
  • 1/2 კონა ოხრახუში
  • 1/2 კონა პიტნა
  • 1/2 ჭიქა კეფირი


დაჭერით ინგრედიენტები და ათქვიფეთ ბლენდერში, დაასხით კეფირი. მიირთვით დილით უზმოზე, წყლის ნაცვლად. დღის განმავლობაში ამ სასმლის ნებისმიერი რაოდენობით მიღება შეგიძლიათ.

ავოკადოთი
  • 2 ღერო ნიახური
  • 6 სალათის ფოთოლი
  • 1/2 წითელი თავი ხახვი
  • 1/2 ავოკადო
  • 2 ჭიქა ადუღებული წყალი


ჩაჭერით ინრედიენტები ბლენდერში, დაასხით წყალი და ათქვიფეთ. გააჩერეთ 15 წუთით. მოიხმარეთ დღეში 3 ულუფა.

არ იკვებოთ მხოლოდ მწვაე კოქტეილებით, წინააღმდეგ შემთხვევასი, მათგან სარგებელს ვერ მიიღებთ. ოპტიმალური ვარიანტია დღეში 3-ჯერ, მადის შემცირების მიზნით. არ მოამზადოთ წინასწარ, რადგან ახლადდაწურული სასმელი გაცილებით სასარგებლოა.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.