Rchevebi.com მოგიყვებათ ლიმონისა და სოდის სამკურნალო თვისებებისა და მათი მოხმარების წესების შესახებ.
სოდა ლიმონით
ლიმონის წვენისა და სოდის კომბინაცია უამრავ სასარგებლო ნივთიერებას, მინერალებსა და მიკროელემენტებს შეიცავს, რომლებიც იცავს ადამიანის ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებისგან. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს პროდუქტი წამალი არაა, ისინი ორგანიზმს მხოლოდ ეხმარება ჯანმრთელობის შენარჩუნებაში და აძლიერებს იმუნიტეტს.
საკვები სოდა ლიმონით წმენდს ორგანიზმს, ებრძვის მიკრობებს და ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკას ახდენს. ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი სოდით მკურნალობისა გახლავთ პროფესორი ივან ნეუმივაკინი, რომლის კვლევებიც, არატრადიციული მედიცინის კუთხით, ათასობით ადამიანს დაეხმარა სერიოზული დაავადებების დაძლევაში.
- "ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ბუნებასთან ჰარმონიაში და გამოიყენოს ის, რასაც ბუნება მას ჩუქნის." - ამტკიცებს პროფესორი. მოდით, გავერკვეთ იმაში, თუ რა იმალება სოდისა და ლიმონის ნარებში და როგორ გამოვიყენოთ ეს სამკურნალო საშუალება სწორად.
სასარგებლო თვისებები
- წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და შლაკებისგან
საკვები სოდა და ლიმონის წვენი - საუნჯეა მათთვის, ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ასე, ერთი ჭიქა წყალი ლიმონის ნაჭრითა და სოდით, დილით აგავსებთ ენერგიით და გააძლიერებს იმუნიტეტს. ანტიოქსიდანტები, რომლებითაც მდიდარია აღნიშნული სასმელი, იდეალურად წმენდს ორგანიზმს. ასეთი სასმელი ჭარბ კილოგრამებსაც ებრძვის. - არეგულირებს მჟავა-ტუტოვან ბალანსს
ლიმონისა და სოდისგან მომზადებულ სასმელს შეუძლია მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დაცვა ორგანიზმში, რადგან სწორედ ეს დისბალანსი ხდება უამრაბი მწვავე და ქრონიკული დაავადების მიზეზი. მჟაური პირობები შესანიშნავია უამრავი ინფექციის გასავრცელებლად, ამიტომ, აუცილებელია იშვიათად მაინც ორგანიზმის გატუტოვნება. - აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ პროცესებს
ლიმონისა და სოდის ნარევი იდეალურად ებრძვის კუჭის მომატებულ მჟავიანობას, გეხმარებათ ფულძმარვისა და ნაწლავის გაზების მოცილებაში. ლიმონის მჟავას შეუძლია ქვების დაშლა თირკმლებში, დადებითად ზემოქმედება ღვიძლის ჯანმრთელობაზე, ასევე, ბრძოლა დისპეპსურ მოვლენებთან. - არეგულრებს სისხლში ქოლესტერინის დონეს
კიდევ ერთი სასარგებლო თვისება სასაწულმოქმედი ნარევისა - სისხლიდან მავნე ქოლესტერინის გამოყვანა და დარეგულირებაა. ჭიქა წყალი ლიმონითა და სოდით დაიცავს თქვენს გულ-სისხლძარღვთა სისტემას სერიოზული დაავადებებისგან, რაც ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის პროფილაქტიკად ითვლება.
მომზადება და გამოყენება
ამ სასმლის მომზადება ძალიან მარტივია! აიღეთ სუფთა, სასმელი წყალი ოთახის ტემპერატურას, არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. ერთ ჭიქა წყალში გააზავეთ 1 ჩ.კ. სოდა და ნახევარი ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ. სასმელი მზადაა! მიირთვით იგი დილით, საუზმემდე.
უკეთესი იქნება, ღუ ყოველ დილით მოამზადებთ ახალ საშუალებას, რადგან ხანგრძლივად გაჩერებული სასმელი დაკარგავს სასარგებლო თვისებებს. თერაპიიდან 2 კვირაში შეისვენეთ და გააგრძელეთ კურსი ისევ 2 კვირაში.