ათეროსკლეროზის შედეგად ხდება სისხლძარღვების შევიწროება და მათი ფუნქციის გაუარესება. ამის გამო, არასაკმარისი სისხლმომარაგება უარყოფიდან მოქმედებს ორგანიზმის ყველა სისტემაზე.
ბოლოკი შეიცავს ქოლინს, რომელიც ხელს უშლის სისხლში ქოლესტერინის დაგროვებას. ამის გამო, ათეროსკლეროზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით მიზანშეწონილია მივიღოთ ბოლოკის ძირზე დამზადებული წამლები.
N1
- ბოლოკი - 220 გრ
- ადუღებული წყალი - 180 მლ
ბოლოკი გავხეხოთ წვრილ სახეხზე, გამოვწუროთ წვენი და შევურიოთ წყალს. მომზადებული წამალი მივიღოთ მცირე დოზებით. დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 1 თვე.
N2 - ბოლოკი - 200 მლ
- კუნელის ყვავილი - 10 გრ
- შვიტას ბალახი - 10 გრ
- ფითრის ბალახი - 5 გრ
- გველის სუროს ფოთლები - 5 გრ
- წყალი - 250 მლ
ნედლეული დავაქუცმაცოთ, დავასხათ მდუღარე წყალი,დავაყენოთ 30 წთ, გავწუროთ, გავაციოთ და შევურიოთ ბოლოკის წვენს. მივიღოთ პატარა პორციობით დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 1,5 თვე. 8 კვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გავიმეოროთ.
N3 - ბოლოკის წვენი - 100 მლ
- ხახვი - 100 გრ
- სპირტი - 250 მლ
ხახვი სახეხზე გავხეხოთ, მოვათავსოთ მინის ქილაში, დავასხათ სპირტი და დავაყენოთ 20 დღე. მიღებული ნაყენის 10 წვეთი დავუმატოთ ბოლოკის წვენს და დავლიოთ დღის განმავლობაში. მკურნალობის კურსი - 2 კვირა.