იმის გარდა, რომ მათ უცნაური ფორმა ჰქონდათ, მათი სახელწოდებაც უცნაური იყო. ბუნებრივია, ყველამ იფიქრა, რომ ეს საშინელი ჩინური ჰიბრიდია, რომ ატამი "შეაჯვარეს" ლეღვთან და, ზოგადად, ეს ატამი არ იყო. აი, არც დედაჩემი ყიდულობდა მათ, სანამ თავის უცხოელ მეგობარს არ ესაუბრა. მან დაარწმუნა დედა, რომ ეს ატმები ჰიბრიდი არ იყო, ამასთან კი ძალიან სასარგებლოა.
ამის შემდეგ, ყოველ სეზონზე გვაქვს სახლში ეს ატმები. Rchevebi.com-ის რედაქცია დღეს დაამსხვრევს მითებს ამ შესანიშნავი ხილის შსახებ და მოგიყვებათ ჯანმრთელობისთვის ატმის სარგებელზე.
ატმის სარგებელი ორგანიზმზე
მაშ ასე, დასაწყისისთვის ვისაუბროთ ამ ხილის წარმომავლობაზე, იმაზე, რომ იგი სრულებით უსაფრთხოა. ეს ჰიბრიდი არაა, არავის შეუჯვარებია ატამი ლეღვთან. გარდა ამისა, ბოტანიკოსები ამბობენ, რომ ეს შუძლებელია. რეალურად, ლეღვისებრი ატამი - ეგზოტიკური ხილი კი არაა, როგორც იფიქრებდით, არამედ იგი ევროპაში მოიყვანეს ХІХ საუკუნეში.
შუა აზიის საბჭოთა კავშირში მას კარგად იცნობდნენ და მოჰყავდათ კიდევაც. ასე, რომ იგი არც ჩვენი ქვეყნისთვის არ უნდა იყოს უცხო და ნამდვილად არ ეხება ექსპერიმენტალურ ჯიშებს. ლეღვთან მას საერთო მხოლოდ იერი აქვს.
ახლა კი დროა ამ სილამაზის სარგებლის შესახებ ვისაუბროთ. ასეთი ატმის რბილობი მდიდარია ვიტამინ В, Е, С-თი, ბეტა-კაროტინით, პექტინით, ორგანული მჟავებითა და სხვადასხვა მიკროელემენტებით. ატმის მოხმარება საკვებად აუმჯობესებს ჯანმრთელობას და აახალგაზრდავებს ორგანიზმს. ხილი აძლიერებს ორგანიზმის შესაძლებლობას, შეეწინააღმდეგოს ინფექციებს.
ამასთან, ატამი აუმჯობესებს ტვინის ცხოველქმედებას. სასარგებლოა ნაყოფი ბავშვებისთვისაც - იგი ხომ აძლიერებს იმუნიტეტს და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. ფეხმძიმე ქალებისთვის ატამი კარგია ტოქსიკოზის სიმპტომების შესამცირებლად, პირველ ტრიმესტრში. ერთი ატამი მოგაშორებთ გულისრევის შეგრძნებას. ამასთან, ხილი შეიცავს ვიტამინ B5-სა და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობს ნაყოფის ნორმალურ განვითარებას.
კარგია ეს უჩვეულო ატამი მათთვისაც, ვისაც გახდომა სურს. მიუხედავად იმისა, რომ ხილში ბევრი ნახშირწყალია, მათში არაა ცხიმები და შეიცავს მცირე კალორიებს(60 კკალ 100 გ-ზე). ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჭამა დიეტის დროსაც შეგიძლიათ. ლეღვისებრი ატამი იდეალური წახემსებაა.
ლეღვისებრი ატამი შემდეგი დარღვევების დროს დაგეხმარებათ:
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა. მისი შემადგენლობის წყალობით, ატამი აუმჯობესებს გულის ფუნქციონირებას;
- მოდუნებული იმუნური სისტემა. ატმის რბილობი აუმჯობესებს იმუნიტეტს და ორგანიზმს ეხმარება ინფექციებთან გამკლავებაში;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევა. ატამი დაგეხმარებათ წვის შეგრძნების დროს საყლაპავში, კარგად უმკლავდება ნაწლავებში შეჩერებულ პროცესებს. ხილის რეგულარული მოხმარება დაალაგებს საჭმლის მომნელებელ პროცესს;
- თირკმლების, შარდის ბუშტისა და ღვიძლის ფუნქციონირების დარღვევა;
- კანის სიმშრალე;
- ჭარბი წონა.
არსებობს მოსაზრება, რომ ატამი ხელს უშლის კიბოს წარმოქმნას. ასეთი ატმის მიღება წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, შარდმდენი თვისებების წყალობით. ამასთან, ატმის მოხმარებით გააუმჯობესებთ განავალს და გათავისუფლდებით ყაბზობისგან. ეს ყველაფერი კი მის შემადგენლობაში არსებული საკვები ბოჭკოების დამსახურებაა.
ატამი ავსებს ორგანიზმში რკინის დოზას, სასარგებლოა ანემიის მქონე ადამიანთათვის. ამასთან, კალიუმი, რომელიც ბრტყელი ატმების შემადგენლობაშია, ანიჭებს გულსა და სისხლძარღვებს ამტანობასა და სიძლიერეს.
მშიერ კუჭზე ატმის ჭამა ფეხმძიმეს ათავისუფლებს გულისრევისგან. ხილი პრაქტიკულად არასდროს იწვევს ალერგიულ რეაქციას, ამიტომ, იგი რეკომენდირებულია ბავშვებისთვისა და ქალბატონებისთვისაც, ლაქტაციის დროს. ამასთან, ატმის რბილობზე შეგიძლიათ დაამზადოთ სახის ნიღაბი, რომელიც დაატენიანებს და გააახალგაზრდავებს კანს.
ატამი არ უნდა მიიღონ შემდეგი ჯგუფის ადამიანებმა: შაქრიანი დიაბეტის, ალერგიული რეაქციებისა და ინდივიდუალური აუტანლობის მქონე მომხმარებლებმა. დანარჩენს შემთხვევებში ატმის მირთმევა აუცილებელიც კია!