» » » გოგონებო, დავიწყოთ გახდომა დღეიდანვე! ეფექტური და უსაფრთხო ნახარში სწრაფი შედეგით.

გოგონებო, დავიწყოთ გახდომა დღეიდანვე! ეფექტური და უსაფრთხო ნახარში სწრაფი შედეგით.

ოხრახუში - ნამდვილი აღმოჩენა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ორგანიზმის გაწმენდა, მისი გაჯანსაღება და წონის დაკლება სურთ. მოცემული პროდუქტი, გარდა კერძებისთვის სასიამოვნო გემოსა და არომატის მინიჭებისა, სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა. ის მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის.

დღევანდელ სტატიაში "რჩევების" რედაქცია მოგითხრობთ, თუ რა უპირატესობებს ფლობს ეს მწვანილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და როგორ გამოვიყენოთ ის წონის დასაკლებად.

ოხრახუშის სასარგებლო გავლენა ორგანიზმზე
  1. აქვს შარდმდენი ეფექტი და გამოდევნის ორგანიზმიდან მავნე ტოქსინებს. წმენდს სხეულს დაგროვებული წიდებისგან და სხვა მავნე ნივთიერებებისგან.

  2. არაჩვეულებრივია ანემიის დროს.

  3. შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რის ხარჯზეც გვეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებაში.

  4. ოხრახუშის თესლი ეფექტურად გამოიყენება ჰორმონალური დისბალანსისა და მენსტრუაციული ციკლის დარღვევის დროს.

  5. ოხრახუში თავიდან გვარიდებს პათოგენური მიკროფლორის განვითარებას მსხვილ ნაწლავში, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.



  6. მასში შემავალი აპიგენინი არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში და თავიდან გვარიდებს ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების ზრდა-გამრავლებას.

  7. აუმჯობესებს მამაკაცის პოტენციას და წარმოადგენს ბუნებრივ აფროდიზიაკს.

  8. არეგულირებს წნევას და რამდენჯერმე ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.

  9. გვეხმარება ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების დროს და არაჩვეულებრივად წმენდს მას.

  10. ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს.



გარდა ყოველივე ზემოთ თქმულისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოხრახუში - ძალიან ეფექტური საშუალებაა წონის დასაკლებად და ზედმეტი კილოგრამების მოსაშორებლად. ეს მცენარე შიეცავს მინიმალური რაოდენობით კალორიებს და ააქტიურებს ქსოვილებში ცხიმის ცვლის პროცესებს. ოხრახუშის მიღება შეგიძლიათ ნებისმიერი სახით, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ამ პროდუქტის მიღების მიზანი წონის დაკლებაა, უმჯობესია მისგან სპეციალური ნახარშის დამზადება.

ინგრედიენტები:
  • 1,5 ლიტრი წყალი;
  • 1 ძნა ოხრახუში;
  • პატარა ნაჭერი ლიმონი.

ინსტრუქცია:

ნახარშის დამზადება ძალიან მარტივია. აადუღეთ წყალი, ჩაამატეთ მასში წვრილად დაჭრილი, დაქუცმაცებული ოხრახუში (როგორც ფოთლები, ასევე ღეროები) და დააყოვნეთ 15 წუთის განმავლობაში. დაყოვნების შემდეგ გადაწურეთ ნახარში რამდენიმე ფენად გადაკეცილი დოლბანდის გამოყენებით და მიღებულ სითხეში ჩაამატეთ ლიმონის პატარა ნაჭერი ან 1 ს.კ. მისი წვენი. მზა სასმელი გაყავით 3 ულუფად და მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. კურსის ხანგრძლივობა - 14 დღე.

მოცემული კურსის ჩატარების პარალელურად რეკომენდებულია რეგულარულად განტვირთვის დღეების მოწყობა, რათა წონის კლების პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს და მივიღოთ მაქსიმალური შედეგი. ეს ნახარში არა უბრალოდ შეგიწყობთ ხელს ლამაზი ფიგურის მოპოვებაში, არამედ გაგიძლიერებთ იმუნიტეტს და დაგირეგულირებთ მენსტრუაციულ ციკლს.



ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი აღმოჩნდება. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს! აუცილებლად გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც, რათა მათაც იცოდნენ ამ სასარგებლო რეცეპტის შესახებ.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.