ოხრახუში - ერთ-ერთი ჩვენი უსაყვარლესი სუნელი. ძალიან ცოტა ადამიანმა თუ იცის, რომ მისი მხოლოდ სეზონურად მოხმარება არ არის საკმარისი ჩვენი ორგანიზმისთვის.
ექიმი ამტკიცებს, რომ ოხრახუში გვეხმარება მოშვარდასთან დაკავშირებლი პრობლემების და თირკმლის დაავადებების გამკლავებაში. მისივე თქმით, ოხრახუშს აქვს ანტისიმსივნური გავლენა ჩვენს ორგანიზმზე.
სამკურნალო დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ოხრახუშის ფესვი, ასევე მისი ფოთოლი. არსებობს ოხრახუშისგან ჩაის მომზადების უამრავი რეცეპტი, რომელიც გვეხმარება ჭარბი წონის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს რჩევები-ს რედაქცია სწორეთ ერთ-ერთ ასეთ, ყველაზე ეფექტურ რეცეპტს შემოგთავაზებთ.
გახდომა ოხრახუშის დახმარებით
ინგრედიენტები:
- 1 ლ წყალი;
- 5 ს.კ ოხრახუში;
მომზადება:
1. დაჭერით ახალი ოხრახუში;
2. აადუღეთ წყალი ქვაბში;
3. გადმოდეთ ქვაბი ცეცხლიდან და ჩაყარეთ მასში დაჭრილი ოხრახუში;
4. დააყოვნეთ 15-20 წუთით;
ეს გასახდომი ჩაი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელ, ასევე ცივ მდგომარეობაში. სურვილისამებრ, ჩაამატეთ მასში მცირე რაოდენობით ლიმონის წვენი. მიირთვით 250 მილილიტრი ჩაი ჭამამდე 20 წუთით ადრე.
2 კვირიანი კურსის ჩატარების შემდეგ აუცილებელია 1 თვიანი შესვენების გაკეთება. ოხრახუშის ჩაის რეგულარულად მიღების შემდეგ სასიამოვნო შედეგები არ დააყოვნებს, თუმცა მეტი ეფექტურობისთვის, უკეთესი იქნება, თუ გადახვლათ დაბალკალორიულ კვებაზე.
სამკურნალო მიზნებისთვის ან გასახდომად ოხრახუშის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. დიდი რაოდენობით ოხრახუშის მიღება უარყოფითად აისახება ორსულების და იმ ადამიანების ჯანმრთელობაზე, რომელთაც საშარდე სისტემის ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
თუ მოგეწონათ სტატია, არ დაგავიწყდეთ მისი მეგობრებისთვის გაზიარება!