» » » შეიზილეთ თმაში კვირაში ერთხელ ჭინჭრის ნაყენი და დაემშვიდობეთ თმის ცვენას

შეიზილეთ თმაში კვირაში ერთხელ ჭინჭრის ნაყენი და დაემშვიდობეთ თმის ცვენას

ჭინჭარი მრავალწლიანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა, გრძელი ფესურითა და მიწისქვეშა ყლორტებით. ღერო ოთხწახნაგოვანია. მასზე, ისევე როგორც ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები, რომლებიც საინექციო შპრიცის მსგავსად მოქმედებენ. მსუსხავი ბუსუსები ფუძესთან უფრო განიერია, ვიდრე წვეროში. მათში მოთავსებულია სითხე. წაგრძელებული წვეროს კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი ადვილად იმსხვრევიან და შეხებისას წვრილი ბოლოთი კანს აზიანებენ. ჭრილობაში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა და იწვევს მის დასუსხვას. ფოთლები კვერცხისებურ-ლანცეტისებურია ან ლანცეტისებრი, ხორკლიან - ბუსუსიანი, ფუძესთან გულისებრი, ნაპირებში მსხვილხერხისკბილა. ისინი მდებარეობენ მოპირისპირედ, გრძელ წვრილ ყუნწებზე. ყვავილები წვრილია, მწვანე, ერთსაფარიანი, შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად. თავთავები მტვრიანა ყვავილებით სწორმდგომია, ბუტკოიანი - თავდახრილი. ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. ნაყოფი - კაკლურაა, რომელიც მოთავსებულია ყვავილსაფარში;

ჭინჭარი ხარობს როგორც მშრალ, ასევე ნესტიან ადგილებში, ოღონდ, ყოველთვის ნოყიერ ნიადაგში, სახლებთან, ღობეების ძირში, გზის პირებში, ტყეებში.
ნედლეულად იყენებენ მხოლოდ ფოთლებს, ღეროებისა და ყვავილების გარეშე. მათ აგროვებენ ივნის - აგვისტოში აყვავებული მცენარეებიდან. ყვავილობის მერე ჭინჭარი კარგავს სამკურნალო თვისებებს.
ჭინჭარს აგროვებენ ხელთათმანით, ჭრიან ნამგლით ან ცელით. დამჭკნარი ნედლეული აღარ ისუსხება და შეიძლება ღეროდან ფოთლების მოცილება შიშველი ხელით.

ზემოთ აღნიშნული ჭინჭრის გარდა გვხვდება სხვა სახოების ჭინჭარიც, რომლის თესლები ძალიან მცირე ზომისაა, ფოთლებიც შედარებით პატარაა. ოვალურია, კიდეები უფრო ღრმად ჩაჭრილი და ბლაგვკბილიანია. მისი ნედლეულად გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.
ჭინჭრის წვენს იყენებენ თირკმელებში კენჭის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, აგრეთვე შარდსადენი გზების ინფექციური დაავადების მკურნალობის დროს.

თმის ცვენის დროს აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჭინჭრის ფოთოლი, დაასხით 200 მლ ( 1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1,5 სთ, გაწურეთ შეიზილეთ ნაყენი ახალდაბანილ და გამშრალ თმაში კვირში ერთხელ, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჭინჭარს იყენებენ ქრონიკული ვარიკოზული წყლულებისა და სისხლნაკლებობის დროს.
ჭინჭარს იყენებენ ძირითადად რთულ ნაკრებებში.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.