სამკურნალოდ გამოიყენება მისი ფოთოლი, რომელიც უნდა შეგროვდეს ყვავილობის პერიოდში აღმავალი მთვარის ფაზაში.
მცენარე შეიცავს კაროტინს, ვიტამინ K, B, C - ს, ქლოროფილს, რკინის მარილებს და სხვა.
ჭინჭრის ნაყენი ასე მზადდება:
დაგჭირდებათ:
- 200 გრ მაისის ჭინჭარი
- 0,5 ლ არაყი
მომზადების და მიღების წესი:
აიღეთ მაისის ჭინჭარი, დავასხათ არაყი ან 70%-იანი სპირტი. ჭურჭლის თავს შემოვახვიოთ დოლბანდი, პირველი დღე-ღამე დავდგათ ფანჯრის რაფაზე, ხოლო დანარჩენი 8 დღე დავდგათ ბნელ კარადაში. ამის შემდეგ გამოვწუროთ და შევინახოთ მუქ შუშის ქილაში.
მიღება: 1 ჩაის კოვზი დილით უზმოზე 30 წთ-ით ადრე ჭამამდე და 1 ჩაის კოვზი საღამოს ძილის წინ. უნდა დავლიოთ მთელი ნაყენი.
ნაყენის მიღების შემდეგ უმჯობესდება მხნეობა, ჯანმრთელობა, გულის მუშაობა, სისხლის შემადგენლობა, მოძრაობა ხდება უფრო მსუბუქი, ქრება სკლეროზი.