» » » მცენარე, რომელსაც ტრადიციული მედიცინა იყენებს ყელის ტკივილის, სასუნთქი გზების კატარის, ფილტვების ტუბერკულოზის და ელენთის სამკურნალოდ

მცენარე, რომელსაც ტრადიციული მედიცინა იყენებს ყელის ტკივილის, სასუნთქი გზების კატარის, ფილტვების ტუბერკულოზის და ელენთის სამკურნალოდ

ჭინჭრის დედას მოხევეები სასუტებელს ეძახიან, მესხეთში, ჯავახეთში - საწუწნელას, ერწოში - უსუსხავ ჭინჭარს, ქვემო იმერეთში, გურიაში - ჯილჯელუას, ინგილოები - ჭინჭრის დედას, სამეგრელოში - მაჭუჭელაიას, ოწოწიას, ჭუჭელეს დიდს, ლანჩხუთში - ჭინჭრი დედუეს, აჭარაში - ჭინჭრის დედოს.
გრძელფესურიანი მრავალწლიანი 30-80 სმ სიმაღლის ბალახია. ღერო ოთხწახნაგოვანი დატოტვილია, წააგავს ჭინჭარს, მაგრამ მსუსხავი თვისება არ აქვს, ყვავილობს მაისიდან შემოდგომამდე, ყვავილები ბუჩქებადაა ფოთლების ყუნწების იღლიაში. გავრცელებულია ღობის ძირებში, ბოსტან-ბაღებში, ტყის პირებში და სხვაგან.

სამკურნალოდ გამოიყენება ყვავილის გვირგვინი, ღერო და ფოთლები.
ყვავილის გვირგვინი იკრიფება სავსე მთვარის ფაზაში, ღერო, ფოთლები კი - აღმავალი მთვარის ფაზაში.
ტრადიციული მედიცინა იყენებს ყელის ტკივილის, სასუნთქი გზების კატარის, ფილტვების ტუბერკულოზის და ელენთის სამკურნალოდ, ამავე დროს მოხუცებში გაძნელებული შარდვის დროს.

ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად:
1 ჩაის კოვზ გამხმარ ყვავილებს ასხამენ 1 ჭიქა ადუღებულ წყალს, აჩერებენ 4 საათს, წურავენ.



მიღება:1 ჭიქა დღეში სამჯერ.
შეიძლება მივიღოთ ახლადშეგროვილი ღერო-ფოთლის გამოწურული წვენი, თითო სუფრის კოვზი დღეში ოთხჯერ.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.