50 გრამის დასამზადებლად საჭიროა
ინგრედიენტები:
- 50 გრ სიმინდის ფქვილი
- 1 ჩ/კ პროპოლისის ნაყენი
- 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი
მომზადების წესი:
ჩაყარეთ სიმინდის ფქვილი შეიკერში ისე, რომ ცოტა ადგილი დატოვოთ ასარევად.
ბამბის ბურთულებს მოასხით ნაყენი და ეთერზეთები და დაამატეთ შეიკერს.
დატოვეთ 2 საათით, თან რეგულარულად ანჯღრიეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს ბურთულები ფქვილით, სურნელითა და პროპოლისის ნაყენით.
კარგად აანჯღრიეთ, სნამ ფეხზე წაისვამთ. შეინახეთ გრილსა და მშრალ ადგილას. ვარგისია 6 თვემდე.
გამოყენების წესი:
წაისვით სუფთა, მშრალ ფეხზე.