30 გრამის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
ღია ფერის თმისთვის
ინგრედიენტები:
- 1 ს/კ სიმინდის ფქვილი
- 1 ს/კ მარანტა
- 10 წვეთი გრეიპფრუტის, ბაღის პიტნის ან ევკალიპტის ეთერზეთი
მომზადების წესი:
- აურიეთ ფქვილი და მარანტა ერთმანეთში.
- სურვილისამებრ დაამატეთ 10 წვეთი რომელიმე ჩამოთვლილი ეთერზეთი და კარგად აურიეთ.
- მოათავსეთ სტერილურ ჰერმეტულ კონტეინერში და გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას. ინახება დაახლოებით 3 თვის განმავლობაში.
გამოყენების წესი:
დაიდეთ მშრალ თმაზე. გამოიყენეთ მაკიაჟის ძველი ფუნჯი და დაიტანეთ ფხვნილი თმის ძირებში ან გაცხიმიანებულ ნაწილებში. შემდეგ კარგად ჩამოივარცხნეთ თმა.