ფისი
მირისის ფისი ხის მერქანზე ბუნებრივად მოედინება. მას ახმობენ, შემდგ წყალში ან სპირტში ხსნიან და ჰიდროლიზს ან სპირტიან ნაყენს ამზადებენ.
ხე
მირისის ხე პატარა ზომის, წვეტიანი ჯაგნარისა და ბუჩქების ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოო აფრიკასა და ჩრდილო ინდოეთშია გავრცელებული.
ეთერზეთი
ეთერზეთის მირისის ხის ფისის ორთქლზე დამუშავების შედეგად ხდიან. იგი კარგი ანტისეპტიკია.
სუნამო საკუთარი ხელით
მამაკაცებისთვის რომანტიკული არომატის შესაქმნელად, მირისის ზეთს შეურიეთ საკმევლის, სანდალის ხისა და ვანილის ზეთები. კარგია კედრის, კვიპაროსისა და ლიმონის ზეთებთანაც.
სასარგებლო თვისებები:
აჯანსაღებს და ამშვიდებს კანს.
მირისის ზეთი შესანიშნავი ინგრედიენტია დამსკდარი ან აქერცლილი კანის სწრაფად განსაკურნებლად. ნაწარმის ეფექტურობის გასაზრდელად შეურიეთ ტუჩის ბალზამებსა და და მალამოებს.
ანტისეპტიკი.
მირისის ზეთი დიდი ხანია გამოიყენება კანის ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორებიცაა: აკნე, დერმატოფიტოზი და სველი ეგზემა. იგი კანს არ აღიზიანებს და შეგიძლიათ პირდაპირ, მსუბუქად წაისვათ ჭრილობაზე, წყლულზე, დამწვრობაზე, განაკაწრსა და ტუჩის ჰერპესზე.
ებრძვის დაბერების ნიშნებს.
მიიჩნევა, რომ მირისის ზეთი კანს კარგად ინახავს. ამიტომ კოსმეტიკურ და თავის მოვლის საშუალებებში აქტიურად იყენებენ ნაოჭებთან და კანის დაბერების სხვა ნიშნებთან საბრძოლველად.
კბილებისა და ღრძილების მკურნალი.
მირისი ზეთი შესანიშნავი ანტისეპტიკური სავლებია, რომელსაც პირის ღრუში ისეთი ინფექციებისა და ანთებითი პროცესების მოსარჩენად იყენებენ, როგორებიცაა: სტომატიტი, პიორეა, ყელის ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა და ორალური კანდიდოზი.
აძლიერებს კონცენტრაციის უნარს.
არომათერაპიაში გამოყენებისას მირისის ზეთი ადამიანს სძენს მიზანდასახულობას და აძლიერებს მისი სირთულეების დაძლევის უნარს.
ამსუბუქებს ტკივილს.
არომათერაპიული მასაჟი მირისის ზეთით შველის მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილს. შეგიძლიათ ცოტაოდენი ფისი მოათავსოთ დოლბანდის ნაჭერში და ჩაკიდოთ გამზადებულ აბაზანაში გასახსნელად.