სამშობიარო ტკივილების დაწყებამდე კარგია დაჭიმულობის მომხსნელი ან ჭინთვების გამაძლიერებელი მცენარეების გამოყენება. მშობიარობის დასაჩქარებლად ტკივილების დროს შეგიძლიათ ნახევარ საათში ერთხელ ან რამდენიმე წუთში ერთხელ დალიოთ ჟოლოს ნაყენი. შეიძლება დალიოთჩაი ყლუპებად ან წვეთებად.შეიძლება ტინქტურის რამდენიმე წვეთის ენის ქვეშ დაწვეთება.
მშობიარობის პირველ ფაზაში ხელის მტევნის შიდა ზედაპირით კარგია დამამშვიდებელი მასაჟის გაკეთება. ამ დროს გამოიყენეთ შემდეგი ნარევი: 2 ჩაის კოვზ ძირითად ზეთს დაუმატეთ 15 წვეთი ხარისძირა, 10 წვეთი ნემსიწვერა, 5 წვეთი ვარდის ზეთი, 5 წვეთი ჟენ-შენის ზეთი.
ტკივილის გაყუჩება და დამამშვიდებელი ზემოქმედება აქვს გულყვითელას, გვირილას, ლავანდის და ცოცხანას ძლიერ ნაყენს. მშობიარობის დასაჩქარებლად და მასტიმულირებლად იყენებენ ჟოლოს საგანგებო ნარევს, რომელიც შემდეგ მცენარეებს შეიცავს.
ესაა: ქრიზანთემა, ჯავზი, ძირყვითელა, მიხაკი. მშობიარობის დროს ეფექტურია სალბისა და არომატული ფისის გამოყენება. უნდა აღინიშნოს, რომ ამ მცენარეთა გამმოყენებამ ორსულობის ადრეულ ეტაპზე შეიძლება უარყოფით შედეგებამდე მიგიყვანოთ. 1 წვეთი წიწაკის ტინქტურა წყალთან ერთად იწვევს რეგულარულ და შემტევ ტკივილებს, აუმჯობესებს სისხლის მიმქოცევას და აფერხებს მშობიარობის შემდეგ სისხლდენას.
მშობიარობის დაჩქარება. მშობიარობის გუნებაგანწყობის გასაუმჯობესებლად კარგია მიხაკის, ჟასმინის, დარიჩინის, ღვიის ან არომატული ფისის განზავებული ზეთების ნაყენების დადგმა ოთახში, სადაც ცხოვრობს მშობიარე:
წიწმატელა ადუნებს, არეგულირებს და აყუჩებს ტკივილებს, ხნის დაჭიმულობას. ნერვული სისტემის დასამშვიდებლად და დაძაბულობის მოსახსნელად იხმარეთ მუზარადა. მისი ხმარება შავბალახასთან ერთად ამშვიდებს ადამიანს და ამცირებს ტკივილებს.
ლავანდი ამშვიდებს და აცოცხლებს მშობიარეს, ხსნის დაღლილობას. გვირილა ხსნის გაღიზიანებას, ნერვულ დაძაბულობას და ტკივილებს. როდესაც მშობიარეს გამოელევა ენერგია, კარგია თუ მას გვირილას ნაყენით დაუზელთ ფეხებს.
გვირილა, როზმარინი, ჯავზი ან ნემსიწვერა იხმარება წელის ტკივილის დროს მასაჟისთვის.
საკმელი, მწარე ფორთოხალი და ხარისვარდა ამშვიდებენ ნერვებს, კუნთებს, ანელებენ და აღრმავებენ სუნთქვას.
ხარისხვარდა აადვილებს მშობიარობას. ჩამოთვლილი მცენარეების ცივი ან ცხელი კომპრესები ზურგზე, საფეთქლებზე, ზედა კიდურებზე აუმობესებენ მშობიარის საერთო მდგომარეობას.
მშობიარობის დროს, როდესაც ქალს უხდება ხშირი სუნთქვა, რის გამოც მას პირი უშრება, კარგია როზმარინის, გვირილას, პიტნის, სალბის, ლავანდის, ცაცხვის ყვავილების ნაყენები ყლუპ-ყლუპად.
პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ბალახების და ეთერზეთების გამოყენება ადუნებს მეტისმეტად დაჭიმულ საშვილოსნოს ყელს და იწვევს კუნთების ისეთ გაწელვას, რომ ბავშვი ჩახევების გარეშე აღწევს თავს სამშობიარო არხს. ამ სტადიაში რეკომენდირებულია შავბალახა, წიწმატელა და დიოსკორეა.
მშობიარობის შემდგომი პერიოდი.
ბავშვის დაბადებიდან 5 წუთში პლაცენტა შორდება საშვილოსნოს კედელს. პლაცენტა უნდა გამოიდევნოს მთლიანად საშვილოსნოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში სისხლდენა არ შეწყდება. მშობიარობის შემდეგ, როგორც კი ბავშვს დედის მკერდზე დააწვენენ, ან სხეულს შეეხება, გამოიყოფა ჰორმონი - ოქსიტოცინი, რომელიც საშვილოსნოს კონტრაქციას აღძრავს და გამოდევნის პლანცეტას.
ხანდახან საშვილოსნო არ იკუმშება და პლანცეტა ხანგრძლივად რჩება საშვილოსნოში. ამ დროს უნდა გამოიყენოთ ჟოლო, ძახველი, წიწმატელა.
ჟოლოს ჩაი აძევებს პლანცეტას და შეიძლება მიეცეს მშოაბიარეს მშობიარობის დროს.