» » » "ოქროს თევზი" - საახალწლო სუფრის დედოფალი, არომატული და ნაზი კერძი

"ოქროს თევზი" - საახალწლო სუფრის დედოფალი, არომატული და ნაზი კერძი

ახალ წლამდე ჯერ კიდევ 2 თვეა, ამასთან, ბევრი დიასახლისი უკვე იწყებს იმაზე ფიქრს, თუ რომელი ცხელი კერძით დაამშვენოს სადღესასწაულო სუფრა.
იცოდით, რომ 2019 წლის სიმბოლო ტახი, ან ყვითელი მიწის ღორია? ამასთან დაკავშირებით, ღორის ხორცის კერძზე არც კი უნდა იფიქროთ. სამაგიეროდ, ბოსტნეულისა და ყველის კერძების გარდა, შეგიძლიათ ძირითად კერძად თევზი მოამზადოთ.

დღეს რჩევების რედაქციამ მოამზადა თევზის ფენოვან ცომში მომზადების განსაკუთრებული რეცეპტი სახელად "ოქროს თევზი". ეს სასარგებლო, ეფექტური და მარტივად მოსამზადებელი კერძი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრას მოუხდება.


თევზი ცომში
ინგრედიენტები
  • 0.5 კგ მზა ფენოვანი ცომი
  • 2 თევზის ფილე
  • 1 კვერცხი
  • 80 გ მაიონეზი
  • 1 მარცვალი შავი წიწაკა (თევზის თვალისთვის)
  • 100-150 გ მწვანილი (ხახვი, ოხრახუში ან კამა)
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად


მომზადება
  1. თევზის ფილე შეწვით გაცხელებულ ზეთზე. ოდნავ შებრაწეთ ორივე მხარეს, მოაყარეთ მარილი და წიწაკაც. თევზი ნახევრად უმი უნდა იყოს.


  2. ზეთწასმმულ საცხობ ფორმაზე მოათავსეთ ფენოვანი ცომი.


  3. გარეცხეთ და დაჭერით მწვანილი, შემდეგ მოაყარეთ იგი ცომს.


  4. მწვანილს დაადეთ თევზი, წაუსვით მაიონეზი და ისევ მოაყარეთ მწვანილი.


  5. ათქვიფეთ კვერცხი და წაუსვით ცომის კუთხეებს.
    აიღეთ მეორე ფენა, დააფინეთ ზემოდან. გამოკვეთეთ თევზის ფორმა.


  6. ცომის ნარჩენებისგან გამოძერწეთ თევზის ფარფლები.


  7. "მოხატეთ" თევზი დანით, თვალის ადგილას კი ჩააღრმავეთ და ჩადეთ წიწაკის მარცვალი. წაუსვით ცომს ათქვეფილი კვერცხი.


  8. შედგით თევზი ღუმელში და აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთით.


  9. ცომში გამომცხვარი თევზი მზადაა, მიირთვით სასურველ სოუსთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.