» » » 6 სასარგებლო რეცეპტი არტერიული ჰიპოტონიის სამკურნალოდ

6 სასარგებლო რეცეპტი არტერიული ჰიპოტონიის სამკურნალოდ

არტერიული ჰიპოტონია არის სისხლძარღვებში სისხლის წნევის დაწევა. ეს დაავადება იმით ხასიათდება, რომ 25-30 წლის ადამიანებს წნევა უვარდებათ 100/60 მმ. ვწყ. სვ-მდე და ქვემოთ, ხოლო 30 - ზე მეტი ასაკისას 105/65 მმ.ვწყ. სვ-მდე.
ჰიპოტონიის დროს ადამიანი გრძნობს სისუსტეს, თავბრუსხვევას, ეძინება, მოდუნებულია და გადაღლილი. ამ დროს ის მიდრეკილია გულყრებისკენ და მომატებული აქვს თერმო და მეტეო მგრძნობელობა.

არტერიული ჰიპოტონიის სამკურნალოდ ხალხური მედიცინა ბევრ რეცეპტს გვთავაზობს.

რეცეპტი 1
იღებენ 2 წილ ასკილის ნაყოფს, 2 წილ მარიამის ფესვებს, 2 წილ მარიამსაკმელას ბალახს, 1 წილ ტყის მარწყვის ფოთლებს, 1 წილ ვარდკაჭაჭას, 1 წილ დედოფლას თითას, 1/2 წილ კოთხუჯის ფესურას, 1/2 წილ ღვიის ნაყოფს და 7 წილ კრაზანას ბალახს. ამ ყველაფერს აქუცმაცებენ.
საღამოს ამ ნარევის 2-3 სუფრის კოვზს ყრიან 1/2 ლიტრ ადუღებულ წყალში და ინახავენ თერმოსით დილამდე. დღის განმავლობაში მიირთმევენ მთლიან ნაყენს 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რეცეპტი 2
ნეიროცირკულარული დისტონიით გართულებული ჰიპოტონიის დროს ამზადებენ შემდეგ ფიტონაკრებს.
იღებენ 2 წილ ასკილის ნაყოფს, 2 წილ მრავალძარღვას, 2 წილ წყალნაყენას ბალახს, 2 წილ ოშოშის ბალახს, 1 წილ მატიტელას ბალახს, 1 წილ პიტნას, 1 წილ კურდღლის ცოცხას ბალახს, 1 წილ ვერბენას, 1/2 წილ კოთხუჯის ფესურებს, 1/2 წილ ღვიის ნაყოფს, 7 წილ კრაზანას ბალახს, ერთმანეთში ურევენ და აქუცმაცებენ.
საღამოს 2-3 სუფრის კოვზ ნარევს ასხამენ 1/2 ადუღებულ წყალს და ინახავენ თერმოსით დილამდე. მეორე დღეს მიღებულ ნაყენს სვამენ 3 პორციად ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რეცეპტი 3
იღებენ 20 გრ ვალერიანის ფესვებს, 20 მლ ელეუთეროკოკის ექსტრაქტს, 10 გრ გვირილას ყვავილს, 10 გრ ჩინური ლიმონურას თესლს. ლიმონურას თესლს ნაყავენ როდინში, დანარჩენს კი აქუცმაცებენ.
მიღებულ ნარევს ასხამენ 1/2 ლ ცივ წყალს, აჩერებენ 6 საათს, შემდეგ ადუღებენ 5 წუთს, აციებენ და წურავენ ორ ფენა მარლაში.
მიიღება 50 მლ დილით და საღამოს ჭამამდე 30 წუთით ადრე.

რეცეპტი 4
სპირტზე დაყენებული ჟენშენის ნაყენის 15-20 წვეთი შეიძლება მივიღოთ დღეში 2-ჯერ (დილით და საღამოს ) 3-6 თვის განმავლობაში.

რეცეპტი 5
ყოველდღიურად იღებენ ჩინური ლიმონურას ნაყენის 20-30 წვეთს დღეში 2-ჯერ ჭამამდე 15 წუთით ადრე.

რეცეპტი 6
ამზადებენ ლევზეიას სპირტიან ნაყენს და სვამენ 30 წვეთს დღეში 2-3-ჯერ ჭამამდე. 2-3 კვირის განმავლობაში.
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.