» » » დღეს ეს დაავადება არ ზოგავს 4-5 წლის პატარებსაც კი...

დღეს ეს დაავადება არ ზოგავს 4-5 წლის პატარებსაც კი...

ყველამ იცის იმის შესახებ, თუ როგორი მავნეა ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობისთვის დიდი რაოდენობით ქიმიური კონსერვანტების, საღებავების, არომატიზატორების შემცვლელი ისეთი სახის სასუსნავები, როგორიცაა ჩიპსები, გაზიანი სასმელები, ტკბილეული და ა.შ. და რა სახიფათოა ასევე გადარბენით დანაყრება! მსგავსი საკვებით ყველაზე ძლიერ ზარალდება კუჭი. ამიტომ რაც მეტს მიიღებენ ჩვენი ბავშვები დახლებზე გამოჩენილ ახალ ტკბილეულს, მით უფრო ხშირად იავადებენ ისინი ტრავმული გასტრიტებით.


ტრავმული გასტრიტი ესაა - კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც წარმოიშობა თვით ამ გარსის დაზიანების შემდეგ. ზუსტად გასტრიტის ამ სახესხვაობით უმეტეს შემთხვევაში ავადდებიან ბავშვები.

მწვავე გასტრიტი - ვლინდება უეცრად და სიმპტომატურად მოგვაგონებს კვებით მოწამვლას: ბავშვი უჩივის დისკომფორტსა და ტკივილის შეგრძნებას კუჭის მიდამოში, ეწყება გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, გაზების წარმოქმნა, ზოგჯერ აღინიშნება თავის ტკივილი და ტემპერატურის მომატებაც. დაავადების მწვავე ფორმა გრძელდება 2-4 დღე.

ქრონიკული გასტრიტი - ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ უფრო სახასიათო: კუჭის ლორწოვანი გარსი შეიძლება რამდენიმე ადგილას აღმოჩნდეს დარღვეული, რაც იწვევს წყლულოვანი დაავადების განვითარების პროვოცირებას. ამ დროს დაავადება ბავშვს სტკივა მუცელი და დარღვეულია საჭმლის მონელება.
მსგავსი სიმპტომების დროს აუცილებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს ზუსტი დიაგნოზის დასადგენად. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შეუდგეთ მკურნალობას. ბავშვთა გასტრიტებს ადრეულ სტადიაზე შეიძლება გაუმკლავდეთ დამოუკიდებლად, აირჩიოთ რა ფიტოპრეპარატები კუჭის წვენის მჟავიანობის ხარისხიდა (მომატებული, დაქვეითებული ან ნორმალური) მიხედვით. მაგრამ წარმატებული მკურნალობის მთავარი საწინდარი, ესაა იმ საკვების სრული უარყოფა, რომელიც იწვევს კუჭის ლორწოვანის ტრავმირებას!

მწავავე გასტრიტის შეტევის შემდეგ საჭიროა ოთხი დღის განმავლობაში ბავშვი აშიმშილოთ (ამ სიტყვის სრული გაგებით). კუჭის ლორწოვანი გარსის თავისთავად შეხორცებისათვის, ამასთან ერთად ყოველ 30 წუთში უნდა ასვათ ტკბილი, ბაცი ჩაი და ბორჯომი. მეხუთე დღეს თანდათან გადაიყვანეთ ბავშვი გახეხილ საკვებზე, სამი დღის შემდეგ კი შეიძლება გადახვიდეთ დამზოგავ რეჟიმზე (გამორიცხეთ უხეში, შემწვარი, ცხიმიანი საკვები).

მკურნალობისთვის გამოიყენეთ ქვემოთ მოყვანილი რეცეპტებიდან ერთ-ერთი:
  • დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი 4 ჩ/კ. ვერხვის კვირტებს, დააყენეთ ერთი საათის განმავლობაში თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. ასვით თითო ჩ/კ 5-6-ჯერ დღეში.

  • შეურიეთ ერთმანეთს თითო ს/კ. დაქუცმაცებულ ჭინჭრის და მრავალძარღვას ფოთოლი, კრაზანას ბალახი, სააფთიაქო გვირილის ყვავილი. ამ ნარევის 2 ს/კ - ს დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე, დააყენეთ 2 სთ თბი ადგილას. მიიღეთ 7-10 დღის განმავლობაში, დღეში 1/3 - 1/2 ჭიქა.

  • მწვავე გასტრიტის დროს უმარტივესი საშუალებაა გულყვითელას (კალენდულას) ყვავილების ნაყენი: დაასხით 2 ჩ/კ ყვავილს 2 ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათი, გაწურეთ და მიეცით დასალევად მცირე პორციებით დღის განმავლობაში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.