უკვე 10 წელია, ქრონიკული გასტრიტი მაქვს. პერიოდულად ვმკურნალობ, მაგრამ ახალნამკურნალევზეც კი, განსაკუთრებით - დილაობით, ხშირად მაწუხებს გულძმარვა, რომელსაც ახლობლის რჩევით ასე ვშველი:
- ყოველდღე, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე, 2-3 სადილის კოვზ უმი კარტოფილის წვენს ვსვამ და ვდილობ, კვირაში სამჯერ მაინც მივირთვა საუზმედ წყალში მოხარშული წიწიბურას უცხიმო ფაფა.
- კვირაში სამჯერ მაინც ვსვამ ასისთავას ნაყენს, რომელსც კუჭიდან აირები გამოაქვს, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და კარგად მოქმედებს ღვიძლსა და თირკმელებზე.
- ასევე კარგია ფარსმანდუკისმ კრაზანას, პიტნისა და გვირილის ნაყენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობის მცენარეთა ნარევი, 1 სადილის კოვზს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და გადაწურეთ. ნაყენის ნახევარი დალიეთ სადილის წინ, ჭამამდე 15 წუთით ადრე, ნახევარი კი - სამხრის ან ვახშმის წინ.
- ქრონიკული გასტრიტის, წყლულის ასევე მსხვილი ნაწლავის ანთების დროს სასარგებლოა ყოველდღე, 1 თვის განმავლობაში 8 გრამი დინდგელის მიღება (უმჯობესია მშიერ კუჭზე) კარგად უნდა დაიღეჭოს.
- მწვავე და ქრონიკული გასტრიტის დროს ერთმანეთში აურიეთ 35 გრ აბზინდას ბალახი და 35 გრ ასისთავას ბალახი, 1ჩ/კ ნაკრები მოხარშეთ 1 ჭ წყალში გააგრილეთ, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჭ ნაყენი 1-ჯერ დღეში. ნაყენი გამოიყენება კუჭის სპაზმის დროსაც.
- 20-20 გრ ფორთოხლის ქერქი, წყლის სამყურა, აბზინდას ბალახი და ასისთავა აურიეთ ერთმანეთში. 1 ჩ/კ ნაკრებს დაასხით 1ჭ მდუღარე, დააყენეთ 2 სთ და გაწურეთ. მიიღება 1 ჭ დღეში 1-ჯერ.
- გასტრიტის დროს სასარგებლოა შტოში.
- გასტრიტისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადების დროს სასარგებლოა დილით უზმოზე 1 ჭ კარტოფილის წვენის მიღება, შემდეგ 30 წუთის განმავლობაში საჭიროა დაწოლა, მიღებიდან 1 სთ-ის განმავლობაში, შემდეგ შესვენება 10 დღე და კვლავ უნდა განმეორდეს პროცედურა 10 დღე. ეს რეცეპტი გამოიყენება ასევე გულძმარვის დროს არეგულირებს ნაწლავთა ფუნქციონირებას, ანელებს ტკივილს.