» » » ამ მცენარეთა ნაკრებმა ჩემს გოგონას მხედველობა საგრძნობლად გაუუმჯობესა. ბალახებმა სხვა პრობლემებიც მოგვიგვარა

ამ მცენარეთა ნაკრებმა ჩემს გოგონას მხედველობა საგრძნობლად გაუუმჯობესა. ბალახებმა სხვა პრობლემებიც მოგვიგვარა

მიოპიას კომპლექსურად უნდა ვებრძოლოთ. აუცილებელია ვარჯიშის შესრულება და ამასთან ერთად ბალახების მიღებაც. 9 წლის იყო ჩემი გოგონა, როდესაც მხედველობის გაუარესება დაეწყო. თავიდან დაუსვეს აკომოდაციის სპაზმის დიაგნოზი, რომელიც პრაქტიკულად მიოპიით თავდება. დავიწყეთ ვარჯიში, პარალელურად ვაძლევდი სხვადასხვა ბალახების ნახარშს, ნაყენს. მირჩიეს შვიტას, ჭინჭრის და ჩვეულებრივი მატიტელას გამოყენება.

  • 3 ჩ/კ შვიტას ბალახს შევურიოთ 1 ჩ/კ ჭინჭრის ბალახი, 2 ჩ/კ ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი და დავასხათ 1 ჭ მდუღარე წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე 3 წთ. გავაციოთ და გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში 30წთ-ით ადრე ჭამამდე 3 კვირის განმავლობაში.

  • გოგონას ვასმევდი აგრეთვე ასკილის ნაყენს თაფლით. 4 თვის მანძილზე ვიტარებდით ვარჯიშებს და ვაძლევდი ნახარშებს. მხედველობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ბალახების მიღებას ვაგრძელებთ - წელიწადში 4-ჯერ 2-2 თვის მანძილზე. ვფიქრობ, რომ ბალახებმა სხვა პრობლემებიც მოგვიგვარა - უფრო იშვიათად ხდება ავად, უფრო ცოცხალი და მხნეა.

სპეციალისტის კომენტარი:
მინდვრის შვიტა. შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ნიკოტინს, ორგანულ მჟავებს,საპონინებს, ფისს, მინერალურ მარილებს და ცხიმოვან ზეთებს. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, სისხლდენის შემაჩერებელი,ჭრილობის შემახორცებელი მოქმედება. აძლიერებს დიურეზს. შვიტას ნახარშს იყენებენ როგორც შარდმდენ საშუალებას.

ბაქტერიოციდული ეფექტის გამო შვიტას ნახარში გამოიყენება როგორც გარეგანი საშუალება საფენების სახით და როგორც თვალების გამოსარეცხი საშუალება კონიუნქტივიტის დროს.

ჭინჭარი ვიტამინების უნიკალური შემადგენლობით გამოირჩევა. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს მცენარეულ ცილებს, ვიტამინებს, სხვადასხვა მინერალურ ნივთიერებებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ქლოროფილს.
ჭინჭარი უზრუნველყოფს თვალის ქსოვილების კვებას დისტროფიული პროცესების და მიოპიის დროს.

ჩვეულებრივი მატიტელა საშარდე სისტემის კენჭოვანი დაავადებების პროფილაქტიკური საშუალებაა. მასში არსებული მთრიმლავი ნივთიერებები განაპირობებს მცენარის ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. მატიტელას ნახარში წარმატებით გამოიყენება ჭრილობების, კანის ჩირქოვანი გამონაყარის და კონიუნქტივიტის დროს.

ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი არეგულირებს ცვლითი პროცესების მიმდინარეობას. სისხლძარღვების გაწმენდა მიოპიის დროს აუმჯობესებს თვალის კვებას.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.