საჭირო იყო დღეში 1-2 კოვზის მიღება ერთი თვის განმავლობაში. მეზობელს საფუტკრე ჰქონდა და მისგან მომქონდა მტვერი და ფუტკრის ჭეო. ამ პროდუქტებს ჩემი და 3 თვის მანძილზე ღებულობდა, შემდეგი 2 თვე ისვენებდა და ისევ 3 თვე აგრძელებდა მიღებას. გარდა ამისა, იკეთებდა თაფლის საფენებს:
1 ჩ/კ თაფლს უმატებდა 300 მლ ადუღებულ წყალს ( ამ მკურნალობასაც ხანგრძლივი კურსით იტარებდა). ზაფხულობით ჭამდა იმდენ მოცვს, რამდენიც შეეძლო, ხოლო ზამთარში თავისივე წვენში შენახულს.
შედეგი სახეზეა - მხედველობის გაუარესება შეჩერდა, და რაც მთავარია, გაუმჯობესდა ბადურის მდგომარეობა. აღნიშნული დადებითი ცვლილებები ექიმმაც დაადასტურა.
სპეციალისტის კომენტარი:
ყვავილის მტვერი და ფუტკრის ჭეო - მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით, გარდა ამისა ისინი კარგია იმუნიტეტის ასამაღლებლად, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიოპიის დროს არსებული ბადურის დაზიანებისას (ჩამოცლა და სხვადასხვა დეგენერაციული ცვლილებები).
დასაშვებია ფუტკრის მზა სააფთიაქო პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ აგრეთვე ფუტკრის რძესაც.
რეკომენდებულია მხედველობის დარღვევისას აპილაკის (ფუტკრის რძის შემცველი აბები) მიიღება - თითო აბი დილას და სადილობისას.