- ალოეს კომპრესი. 40 მლ ალოეს წვენს დავუმატოთ 1 ს/კ თაფლი და 20 მლ წყალი. ალოეს ფოთოლი წინასწარ მოვათავსოთ მაცივარში 7 დღე. მიღებული ნარევიდან გავიკეთოთ კომპრესები, შეიძლება 1-2 წვ თვალშიც ჩავიწვეთოთ.
- მინდვრის შვიტას ნახარში. 3 ჩ/კ მინდვრის შვიტას დავუმატოთ 1 ჩ/კ ჭინჭრის ბალახი, 2 ჩ/კ ჩვეულებრივი მატიტელას ბალახი და 250 მლ მდუღარე წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე 3 წთ-ით. გავაციოთ და გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭ 3-ჯერ დღეში 3 კვირის განმავლობაში.
- მრავალძარღვას ნახარში. 2 ჩ/კ მრავალძარღვას ხმელ ფოთლებს დავასხათ 250 მლ მდუღარე წყალი (ემალის ჭურჭელში), მჭიდროთ დავახუროთ და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 30 წთ. გავაციოთ და გავწუროთ. მივიღოთ 1/2 ჭ დღეში 3-ჯერ.
მკურნალობამ შედეგი გამოიღო, სათვალეები აღარ დამჭირდა. მივხვდი, რომ თვალებს უნდა გავუფრთხილდეთ, რათა დიდხანს გვემსახურონ.
სპეციალისტის კომენტარი:
მრავალძარღვა მიოპიის არსებობისას აუმჯობესებს თვალების მდგომარეობას. მისი ფოთლები შეიცავენ მთრიმლავ ნივთიერებებს, პოლისაქარიდებს, კაროტინოიდებს, ასკორბინის მჟავას. ამიტომ მრავალძარღვას ფოთლების ნახარში არის მატონიზირებელი საშუალება ზოგადი სისუსტისას, დაღლილობისას.
ძალიან სასარგებლოა თვალების სისხლძარღვებისთვის.
მრავალძარღვა და ჭინჭარი სისხლის შედედების უნარს მაღლა წევს, ამიტომ ის წინააღმდეგნაჩვენებია თრომბოზების დროს!
ალოე კარგი მატონიზირებელი საშუალებაა, ადვილად ახორცებს კანისა და ლორწოვანი გარსების დაზიანებებს, ეფექტურია პროგრესირებადი მიოპიის დროს, სტრეპტოკოკების მიმართ აქვს ბაქტერიოციდული აქტიობა.