თუ თქვენ გეზარებათ სპეციალურად ორცხობილების გამოცხობა მაშინ ეს ვარიანტი თქვენთვისაა. კერძი ძალიან ნოყიერი გამოვა და ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. მისი უპირატესობა იმაშია, რომ სალათის ფენა შეგიძლიათ ნებიმიერი ინგრედიენტებით მოამზადოთ. რათქმაუნდა ტორტი საერთოდ არ არის დიეტური, მაგრამ დღესასწაულებზე თავის განებივრების უფლება ხომ გვაქვს.
ინგრედიენტები:
- 5 მოხარშული კვერცხი
- 8 ს/კ მაიონეზი ან არაჟანი
- 2 ქილა თევზის კონსერვი საკუთარი სოუსით
- 150 გრამი ხმელი ყველი
- 1 კბილი ნიორი
- 200 გრამი კრეკერი
- ნებისმიერი მწვანილი
მომზადების წესი:
- ყველი და კარგად მოხარშული 3 კვერცხი გაასუფთავეთ და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი მაიონეზი, დაქუცმაცებული ნიორი და დარგად გადაურიეთ. ხმელი ყველის მაგიერ შეგიძლიათ გამოიყენოთ ხარისხიანი მდნარი ყველი.
- თევზის კონსერვიდან გადმოღვარეთ ზეთი. კარგად გაშალეთ თევზი ჩანგლით და შეურიეთ 1 სუფრის კოვზი მაიონეზი. ააწყეთ ტორტი, ყველა ფენა კრეკერებით გააფორმეთ. იმისთვის, რომ პირველი ფენა თეფშზე არ სრიალებდეს, თხლად გადაუსვით მაიონეზი.
- დარჩენილი კვერცხი დაყავით ცილებად და გულებად შემდეგ კი ცალ-ცალკე გახეხეთ. კერძის ყვავილის ფორმით გასაფორმებლად, ტორტზე უკანასკნელი ფენა კრეკერებით უნდა იყოს. გადაუსვით მას მაიონეზი. ტორტის შუაგულს მოაყარეთ კვერცხის გული, გვერდებზე კი დაალაგეთ გახეხილი ცილა. გაალამააზეთ მწვანილით.
- მომზადებული სალათა მაცივარში 2-3 საათით გააჩერეთ, დაელოდეთ კრეკერების დარბილებას, მაგრამ კვლავ ხრაშუნა უნდა იყოს.
კრეკერების ტორტ-სალათა უმჯობესია გააზავოთ სინ მომზადებული მაიონეზით ან სხვა სოუსით. რათქმაუნდა შეგიძლიათ ის მაღაზიაშიც შეიძინოთ, მაგრამ შინაური - უფრო გემრიელია. გემრიელად მიირთვით!