» » » მოათავსეთ ასეთ მარინადში თუნდაც ყველაზე იაფფასიანი ყველი და მასზე ვერცერთი გურმანი ვერ იტყვის უარს...

მოათავსეთ ასეთ მარინადში თუნდაც ყველაზე იაფფასიანი ყველი და მასზე ვერცერთი გურმანი ვერ იტყვის უარს...

რა მდიდარიც არ უნდა იყოს სუფრა დასაყოლებელი, მათ შორის აუცილებლად იქნება ყველი. რათქმაუნდა, ისეთი მსუბუქი და გემრიელი რამ როგორიც ყველია დიდი მოთხოვნით სარგებლობს ნებისმიერ საზოგადოებაში.


ყველი მარიდანში კი მხოლოდ უკეთესობისკენ იცვლება. ამ საოცარ გემოს ვერაფერს შეადარებთ, ხოლო ღვინოსთან დასაყოლებელს უკეთეს ვერ მოიიქრებთ. რჩევების რედაქცია გიზიარებთ ყველის მარინადის რცეპტს, რომელშიც ის სხვათაშორის საკმაოდ დიდხანს ინახება.

ინგრედიენტები:
  • ხმელი ყველი - 500გ
  • ლიმონი - 1,5 ცალი
  • ნიორი - 4 კბილი
  • შავი წიწაკა (ღერღილი) - 0,5 ჩ/კ
  • პროვანსული ბალახი - 1ს/კ
  • წითელი წიწაკა - 1ჩ/კ
  • პიმპილი - 1ჩ/კ
  • თაფლი 1 ჩ/კ
  • მზესუმზირის ზეთი - 400მლ
  • ზეთისხილი - გემოვნებით
  • რეჰანი - გემოვნებით


მომზადების წესი:
  1. მოვამზადოთ 2 ქილა განუმეორებელი გემრიელობა 500 გრამი ხმელი ყველით ორ რეცეპტად. თქვენ შეგიძლიათ ერთი ქილითაც მოამზადოთ. დაჭერით ყველი კუბებად, გაატარეთ ლიმონი ხორცის საკეპ მანქანაში (ან უბრალოდ წვრილად დაჭერით) და მოამზადეთ ყველა სანელებელი.
  2. თითოეულ ქილაში მოათავსეთ 250 გრამი ყველი და დავიწყოთ მომზადება. 1 ლიმონი, ერთი მწიკვი წითელი წიწაკა, პროვანსული ბალახი, დაჭყლეტილი ნიორი და 200 მლ ზეთ შეურიეთ ერთ ჭურჭელში და დაასხით ქილაში ჩალაგებულ ყველს. შედგით მაცივარში და დააყენეთ მინიმუმ 1 დღე-ღამე, რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ მით უფრო გემრიელი გამოვა.
  3. მეორე ქილისათვის უნდა ჩაშუშოთ დაქუცმაცებული ნიორი 200მლ ზეთში. შემდეგ მორჩენილ ზეთში გაალღოღ თაფლი, დაუმატეთ ერთი კოვზი წითელი წიწაკა, ნახევარი ლიმონი,რეჰანი და პიმპილი მოასხით მომზადებული მარინადი ყველს და დააყენეთ იგივე წესით.
  4. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახით გამოიყენოთ სხვადასხვა სუნელები. მომზადებული ყველი შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებში ან უბრალოდ სუფრაზე მიიტანოთ დასაყოლებლად. შეინახეთ მაცივარში.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.