ამ დაავადების დროს ძალიან ეფექტურია აბაზანები ბალახების გამოყენებით, მაგალითად, ძალიან სასარგებლოა ავშანი.
5 ს/კ მშრალ ავშანს დავასხათ მდუღარე წყალი და დავაყენოთ 24 საათით, მშრალ და ბნელ ადგილას.
შემდეგ სითხეს ფილტრავენ და ასხამენ აბაზანაში, ურევენ ადუღებულ, თბილ წყალს 7-10 ლიტრს და იღებენ მჯდომარე აბაზანას 15-20 წუთის განმავლობაში. ასეთი პროცედურები უნდა ჩავიტაროთ 2-ჯერ დღეში, დილით და საღამოს.
მშრალი ავშნის კომპრესი
იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არაკომფორტულია აბაზანების მიღება, რეკომენდებულია მშრალი ავშნით მკურნალობა, კომპრესების საშუალებით. ამისათვის 5 ს/კ მშრალ ავშანს ასხამენ მდუღარე წყალს. მიღებულ მასას აყენებენ 2 საათით.
პატარა ნაჭერ დოლბანდს ავლებენ მიღებულ მასაში და იდებენ მტკივნეულ ადგილას 10-15 წუთით. კარგი შედეგის მისაღწევად აუცილებელია პროცედურა ჩაიტაროთ 5-7-ჯერ დღეში.
მშრალი ავშნის ნახარში ოყნისთვის
5 კოვზს მშრალ ავშნს დავასხათ 1 ლ ცხელი ადუღებული წყალი. დავდგათ ნელ ცეცხლზე 5 წუთით. შემდეგ გავფილტროთ და გავაციოთ. ყურადღება მიაქციეთ ნახარშის ტემპერატურას პროცედურის დაწყებამდე, ის უნდა იყოს 37 გრადუსი. კურსი შეადგენს შვიდ დღეს. დაავადების გამძაფრების დროს ამ მეთოდს არ იყენებენ.
მშრალი ავშნის აბაზანები ინტიმური ადგილებისთვის
ძალიან სასარგებლოა გამოვიბანოთ მტკივნეული ადგილები ამ ბალახის ნახარშით. რეკომენდებულია ამის გაკეთება რეციდევიდების დროს. ნახარშის დასამზადებლად უნდა ავიღოთ 3 ს/კ ავშანი, დავასხათ 1 ლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 4 საათით. გავფილტროთ და გავაციოთ.
გამოყენების წინ მაცივარში გავაციოთ 10 წთ-ის განმავლობაში. ამის შემდეგ გავდივართ უშუალოდ პროცედურებზე. მანიპულაციები უნდა გავიკეთოთ მინიმუმ დღეში 1-ჯერ და აუცილებლად ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ.
დასალევი საშუალება
ამისათვის დაგვჭირდება სამედინიცო სპირტი 100 მლ, 1 ს/კ ავშანი. ბალახს დავასხათ სპირტი, ასხამენ ბნელ ჭურჭელში და ლუქავენ. 10 დღეში ნაყენი მზადაა.
ნაყენს იღებენ საჭმლის მიღების პროცესში 2-ჯერ დღეში. ის უნდა შევურიოთ წყალს პროპორციით 1:3. კურსი 2 კვირას შეადგენს. შემდეგ აკეთებენ 1 -კვირიან შესვენებას, შემდეგ კურსის განახლება შეიძლება.
აბაზანები ბუასილის დროს
მოსამზადებლად დაგვჭირდება 300 გრ ავშანი. დაჭრილი სახით ასხამენ 2 ლ წყალს და ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წთ, შემდეგ აციებენ, გაცივების შემდეგ ნახარშს ურევენ წყალს, ნარევის ტემპერატურა 36-37 გრადუსია. პროცედურის ხანგრძლივობაა არაუმეტეს 15 წთ-ს.
ჭინჭრის აბაზანა
უნდა ავიღოთ 100-120 გრ ბალახი და კარგად დავჭრათ. დავასხათ 2 ლ ადუღებული წყალი. დავაყენოთ 45 წთ-ით.
შემდეგ გავფილტროთ და მოვამზადოთ აბაზანა, მისი ტემპერატურა უნდა იყოს 36-37 გრადუსი. პროცედურის ხანგრძლივობაა 12-15 წუთი.