ასევე დამახასიათებელი სიმპტომებია:
ტკივილი დეფეკაციის დროს - ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.
ანალური ხვრელის გარშემო განლაგებულია ბევრი ნერვული დაბოლოება. ბუასილის დროს იკუმშება სისხლძარღვები და ეს იწვევს ძალიან დიდ ტკივილს. იქმნება შეგრძნება, რომ სწორ ნაწლავში რაღაც ამოუცნობი სხეულია. ტკივილის შიშის გამო ადამიანი დროს წელავს, საპირფარეშოში წასასვლელად, რითაც აუარესებს თავის მდგომარეობას.
საზარდულში სიმძიმის გრძნობა სიარულის დროს - მას იწვევს გასიებული ჰემოროიდალური კვანძები.
ქავილი საჯდომის არეში - ეს იმის გამო ხდება, რომ ჰემოროიდალურ კვანძებზე წარმოიშობა ნატკენები.
სისხლდენა - ჰემოროიდალური კვანძები აფერხებენ კვებას და ისინი სკდებიან. გასათვალისწინებელია, რომ სისხლდენა შეიძლება იყოს სხვა დაავადების სიმპტომიც.
მაგალითად, სიმსივნის. ბუასილის დროს სისხლდენა ხდება დეფეკაციამდე, მის შემდეგ ან მის დროს.
ჰემოროიდალური კვანძების ტკივილი შეხების დროს - წესით ისინი უმტკივნეულოა, მაგრამ თრომბოზის ან ანთების დროს ისინი ძლიერ ტკივილს იწვევენ.
ანემია - კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც დაკავშირებულია მუდმივ სისხლდენასთან.
ბუასილის დროს ეფექტურია წვენების თერაპია. ახალგამოწურული წვენები ხისისგან, ბოსტნეულისგან და კენკროვანისგან არა მარტო აუმჯობესებს ნაწლავების მოქმედებას, არამედ უზრუნველყოფს ორგანიზმში ვიტამინების და მიკროელემენტების რაოდენობას.
მათში შედის ბილოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებსაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები.
რეცეპტი 1
გაწურეთ მწიფე კენკროვანი. მიიღეთ 75-100 მლ დღეში 3-ჯერ ჭამის წინ, დააყოლეთ ოთახის ტემპერატურის წყალი. გამოჯანმრთელების კურსი 10-14 დღე.
რეცეპტი 2
გაწურეთ გოგრა და მიიღეთ ნახევარი ჭიქა წვენი დღეში 1-ჯერ. ძალიან სასარგებლოა გოგრის წვენის მიღება შეკრულობის დროს ან მისი ჭამა (დღეში 0,5 კილოგრამი გახეხილ მდგომარეობაში).
რეცეპტი 3
მსგავსი თვისებები გააჩნია ნესვსაც. ნესვის წვენის მიღება საჭიროა დღეში 2-ჯერ ნახევარი ჭიქა.
რეცეპტი 4
გაწურეთ ჭარხალი (წვენი მოამზადეთ აუცილებლად გამოყენების წინ). გამოყენების წინ ნახევარი აურიეთ წყალთან ან სტაფილოს წვენთან. დალიეთ 0,5 ჭიქა დღეში 3-ჯერ, 2-3 თვის განმავლობაში.
მარტო ჭარხლის წვენის მიღება არ შეიძლება. მას შეუძლია დაწვას ლორწოვანი გარსი. ჭარხლის წვენის გამოყენება აკრძალულია დიაბეტის ან ცისტიტის დროს.