ბირკავა უნიკალური ქიმიური შემადგენლობით გამოირჩევა. მასში შემავალი ინულინი ცვლითი პროცესების ნორმალურად მიმდინარეობის აუცილებელი ნივთიერებაა. ამიტომ მისი ნახარშები და ნაყენი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და სხვა ენდოკრინული დაავადების მკურნალობაში. ბირკავას წვნიანი ძირები ვიტამინების, მჟავების და მინერალური მარილების წყაროა.
ხელების და ფრჩხილების მოვლის საშუალებები
ინგრედიენტები:
- ბირკავას ზეთი - 20 მლ
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი: თბილი წყალი დავუმატოთ ბირკავას ზეთს და კარგად შევურიოთ.
ჩავყოთ ხელები მომზადებულ ხსნარში 20 წთ - ით, შემდეგ შევიშროთ ხელსახოცით და წავისვათ მკვებავი კრემი. პროცედურა ყოველდღე ჩავიტაროთ (სულ 12 პროცედურა).
ინგრედიენტები: - ბირკავას ზეთი - 50 მლ
- 30% - იანი ნაღები - 40 მლ
- ალოეს წვენი - 30 მლ
- გულყვითელას ზეთი - 30 მლ
- ქაცვის ზეთი - 40 მლ
მომზადების წესი: ალოეს წვენს დავუმატოთ ნაღები და ზეთები, კარგად ავურიოთ, გადავიტანოთ ნებისმიერი კრემის ჭურჭელში და გავაციოთ.
მომზადებული მასა შევიზილოთ წრიული მოძრაობით ფრჩხილებში და ირგვლივმდებარე კანში. პროცედურა ჩავიტაროთ კვირაში 3-ჯერ.
მკურნალობის კურსი - 10 დღე.
ბირკავას ფოთლების ნაყენი ხელის კანის აბაზანისთვის
ინგრედიენტები: - ბირკავას ფოთლები - 30 გრ
- წყალი - 1 ლ
მომზადების წესი: ნედლეულს დავასხათ წყალი, დავდგათ ნელ ცეცხლზე, ვხარშოთ 5 წთ, შემდეგ დავაყენოთ 20 წუთი, გავაციოთ და გავწუროთ.
ჩავყოთ ხელები მომზადებულ ნახარშში 20 წთ-ით , შევიშროთ და წავისვათ მკვებავი კრემი. პროცედურა ტარდება კვირაში 2-ჯერ. კურსი - 10 პროცედურა.
ბირკავას ზეთი ფრჩხილების გასამაგრებლად
ინგრედიენტები: - ბირკავას დაქუცმაცებული ძირები - 40 გრ
- მცენარეული ზეთი - 200 მლ
მომზადების წესი: ნედლეულს დავასხათ ზეთი, დავაყენოთ 24 სთ ბნელ ადგილას, შემდეგ დავდგათ ნელ ცეცხლზე 15 წთ, გავწუროთ და გადავასხათ შუშის ფლაკონში. შევიზილოთ წრიული მოძრაობით ფრჩხილებში. პროცედურა კეთდება კვირაში 3-ჯერ.
მკურნალობის კურსი - 12 დღე.
ბირკავას და გულყვითელას ზეთისგან დამზადებული ფრჩხილების კრემი
ინგრედიენტები: - ბირკავას ზეთი - 40 მლ
- გულყვითელას ზეთი - 40 მლ
- ქაცვის ზეთი - 40 მლ
- ალოეს წვენი - 30 მლ
- ცხიმიანი ნაღები - 20 მლ
მომზადების წესი: ალოეს წვენი და ნაღები შევურიოთ ერთმანეთს, დაუმატოთ ბირკავას, გულყვითელას და ქაცვის ზეთი, კარგად აურიოთ ერთგვაროვანი მასის წარმოქმნამდე.
მომზადებული კრემი წრიული მორაობით წავისვათ ფრჩხილებზე. ზედმეტი კრემი მოვიშოროთ ხელსახოცით. პროცედურა ტარდება კვირაში ერთხელ. კურსი - 1 თვე.