გამორეცხვა ცივი წყლით. ცივი წყალი პოზიტიურად მოქმედებს მხევდელობის ორგანოებზე. ჩავყოთ სახე 4-5-ჯერ ცივ წყალში 3-4-წუთით, ისე რომ თვალები არ დავხუჭოთ. ასევე შეიძლება ხელით შევისხათ წყალი ფართოდ გახელილ თვალებში (რამდენიმეჯერ).
ახლად დაყენებული ჩაის ნაყენით გამორეცხვა. გავიწმინდოთ თვალები ცივი ჩაის ნაყენში დასველებული ტამპონით. ვიწმინდავთ თვალის გარეთა კუთხიდან შიდა კუთხემდე. შეიძლება გავიწმინდოთ გვირილის ნაყენითაც. კარგია მოცვლეობით გრილი და თბილი კომპრესის გაკეთება.
კვლიავის ნახარშით გამორეცხვა. ნახარში ასე მზადდება: 1 ჭიქა წყალში მოვათავსოთ 1 ს/კ ქლიავის თესლი და წამოვადუღოთ. ცხელ გაუწურავ ნახარშში ჩავყაროთ 1 ჩ/კ ღიღილოს ფოთლები, 1 ჩ/კ კორდისკბილას დაქუცმაცებული ბალახი და ამდენივე დაჭრილი მრავალძარღვას ფოთლები. დავაყენოთ 24 სთ და გავწუროთ ბამბაში. მიღებული ნახარშით გამოვირეცხოთ თვალები.
სპეციალისტის კომენტარი:
ჩაი, განსაკუთრებით შავი, შეიცავს დიდი რაოდენობით ტანინებს - მთრიმლავ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან თვალის შიდა ქსოვილებში ინფექციის შეჭრას და გავრცელებას. ჩაის ნაყენით თვალების გამორეცხვა ან მასში დასველებული ტამპონის საფენები კარგია თვალის კაკლის სიწითლისას, ასევე რეკომენდებულია ჯიბლიბოს და კონიუნქტივიტის დროს.
კვლიავის ნახარში ბაქტერიოციდული მოქმედებით ხასიათდება, შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებას. კვლიავის ნახარშით თვალების გამორეცხვა ხალხური მეთოდია, ის ხსნის ტკივილს და ანთებით პროცესს.