» » » თვალის წვეთების რეცეპტები კატარაქტის სამკურნალოდ...

თვალის წვეთების რეცეპტები კატარაქტის სამკურნალოდ...

როგორც ვიცით, კატარაქტა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და მასთან ბრძოლა მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე გვიწევს. დავიწყე კატარაქტის საწინააღმდეგო თვალის წვეთების რეცეპტების მოძიება. ვიყენებ მონაცვლეობით.

  • ზეთოვანი წვეთები. ჩავიწვეთოთ თვალებში ქაცვის ნაყოფის ზეთი.

  • ხორბლის წვეთები. 1 ს/კ ხორბლის წანაზარდს დავასხათ 200 მლ მდუღარე წყალი, დავაყენოთ 12 სთ გავწუროთ. ჩავიწვეთოთ თვალებში 1-2 წვ. მხედველობის გაუმჯობესების მიზნით სასარგებლოა ყოველდღე 100-150 გრ ხორბლის წანაზარდები ვჭამოთ (ნებისმიერ კერძს შეიძლება დაუმატოთ).

  • ალოე, კატარაქტის დასაწყის სტადიაში ჩავიწვეთოთ თვალებში რამოდენიმე წვეთი ალოეს წვენი 2-3-ჯერ დღეში. ფოთლიდან გამოწურული წვენი გავხსნათ ადუღებულ ცივ წყალში (1:10 პროპორციით). მიღებული ხსნარით შეიძლება დაზიანებული თვალის გამორეცხვა და საფენების დადება.

სპეციალისტის კომენტარი:

ქაცვის გამოყენება კატარაქტის დროს შეიძლება როგორც ადგილობრივად, ისე შიგნით მისაღებადაც. ქაცვის ზეთის წვეთები დადებითად მოქმედებს თვალებში მიმდინარე ცვლითი პროცესების მიმდინარეობაზე, აუმჯობესებს თვალის სისხლძარღვების მდგომარეობას და კვებას. გარდა ამისა ზეთი იცავს თვალებს სიმშრალისგან.

ხორბლის წანაზარდები - ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების წყაროა, მათ შორის ანტიოქსიდანტების. ის სასარგებლოა ნებისმიერი დაავადებების დროს, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში.

ალოეს შესახებ ბევრი ვისაუბრეთ. დავამატებ, რომ ამ შემთხვევაში ალოე მოქმედებს როგორც ანტისკლეროზული საშუალება, წმენდს სისხლძარღვებს, აუმჯობესებს თვალის სისხლძარღვების მდგომარეობას. რაც უფრო ხანდაზმულია მცენარე, მით უფრო მაღალია მისი სამკურნალო ეფექტი (ბუჩქის ოპტიმალური ასაკი - 3-5 წელი).
ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.