» » » ქონდარმა კატარაქტისგან დამიცვა, უკეთესად ვხედავ და თვალის სიმშრალეც აღარ მაწუხებს

ქონდარმა კატარაქტისგან დამიცვა, უკეთესად ვხედავ და თვალის სიმშრალეც აღარ მაწუხებს

ასაკოვანი ადამიანი ვარ, ვატყობდი მხედველობის გაუარესებას, ექიმმა კატარაქტის დიაგნოზი დამისვა და თანაც მითხრა, რომ პროცესი ახალი დაწყებულიაო. მივმართე ხალხურ რეცეპტებს, სადაც აღმოვაჩინე ქონდარის სამკურნალო ეფექტი კატარაქტის არსებობისას.

რეცეპტისთვის დაგჭირდებათ:

ინგრედიენტები:
  • 100 გრ ქონდარი
  • 500 გრ თაფლი

მომზადების წესი:
ქონდარის ხმელ დაქუცმაცებულ ბალახს შევურიოთ 500 გრ თაფლი, დავდგათ წყლის აბაზანაზე 1 სთ-ით, პერიოდულად ვურიოთ.

მიღების წესი:
მომზადებული ნარევი მივიღოთ საღამოს ძილის წინ.
გარდა ამისა დავიწყე თვალების გამორეცხვა კორდისკბილას ნაყენით:
1 ს/კ ბალახს დაუმატეთ 0,5 ლ წყალი, ადუღეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ და დააყენეთ 30 წთ. მომზადებული ნაყენით გამოირეცხეთ თვალები დილით და საღამოს.

სპეციალისტის კომენტარი:
ქონდარი უხსოვარი დროიდან ითვლებოდა ღვთიურ მცენარეს, რომელიც ადამიანს უბრუნებდა არა მარტო ჯანმრთელობას, არამედ სიცოცხლესაც. შუა საუკუნეებში სომეხი ექიმები ქონდარს გერიატრიაში (მოხუცებისათვის) იყენებდნენ ათეროსკლეროზისა და კატარაქტის დროს.
მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.