» » » შეშუპებული, გაღიზიანებული და დაღლილი თვალების მოვლა

შეშუპებული, გაღიზიანებული და დაღლილი თვალების მოვლა

A ვიტამინით მდიდარი საჭმელი თვალებს ჯანმრთელობას და ბრწყინვალებას ანიჭებს. თვალები ირეკლავენ სხეულისა და სულის სიჯანსაღეს. დაღლილობისა და გამოფიტვისას ისინი დაწითლებული და ჩამქრალია. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს თვალები ოდნავ ყვითლადაა შეფერილი.
თვალების მოსავლელად დასამზადებელი საშუალებებისათვის საგნები სტერილური უნდა იყოს. თვალების აბაზანისათვის უნდა იხმაროთ ნედლი მცენარეების ნახარში და არა ნაყენი. ეს მგრძნობიარე ორგანო ინფექციისგან რომ დაიცვათ, ბალახები 20 წუთი უნდა ადუღოთ.

შეშუპებული თვალების მოვლა:
შეშუპებული, გაღიზიანებული და დაღლილი თვალების მოვლა
თვალების გარშემო ქსოვილების შესივება სითხის შეგუბებით (დაგროვებით) კანის დაჭიმულობის დაქვეითებითაა გამოწვეული. მსუბუქად შარდმდენი მცენარეები ენდრონიკა, ჭინჭარი, სიმინდი, ბაბუაწვერას ფოთლები ან ოროვანდი ორგანიზმიდან სითხეს გამოიყვანს. ვისაც დრო აქვს დისტილირებული ჰამემელისის, გულყვითელას, დიდგულას ან ინდური ჩაის ნაყენით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა დაიდოს თვალზე და 10-15 წუთი მოდუნდეს. გვირილის, მუხის ქერქის ნაყენი შესივებას აცხრობს.

გაღიზიანებული, ანთებადი ან დაღლილი თვალების მოვლა:

კიტრის ნაჭრები დაიდეთ თვალებზე 10 წუთით. კიტრი წმენდს თვალების მემბრანას, აგრილებს და აწყნარებს ანთებად თვალებს.
გვირილას, გულყვითელას, დიდგულას ნაყენი ამცირებს თვალების გაღიზიანებას და ანთებას.
ანტისეპტიკური თვისებების გამო კარგია შვიტას, ჟოლოს ფოთლების, დიდი კამის და როზმარინის ნაყენი.

ინფორმაცია
თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი ამიტომ არ გაქვთ კომენტარის დაწერის უფლება.კომენტარის წერის უფლების მოსაპოვებლად საკმარისა გაიაროთ რეგისტრაცია. თუ რეგისტრაცია უკვე გავლილი გაქვთ მაშინ გაიარეთ ავტორიაცია.